მთავარი კულინარია რა შეიძლება მომზადდეს ხაჭოსგან

რა შეიძლება მომზადდეს ხაჭოსგან

by Keti

რა ლამაზი სიტყვაა ,,ბლანმანჟე.” თუმცა ბევრმა არ იცის ამ იდუმალი ფრანგული ტერმინის მნიშვნელობა. ,,ბლანმანჟე” არის თეთრი ჟელე. მას აკეთებენ ნაღების, რძის, მანის ან ფქვილისგან.

რა მოვამზადოთ ხაჭოსგან სწრაფად

რეცეპტი საკმაოდ მარტივია. სულ რაღაც ნახევარ საათში უგემრიელესი კერძი მზად იქნება.

ინგრედიენტები

  • 400 გ ხაჭო
  • 100 მლ რძე
  • 150 გ არაჟანი
  • 50 გ შაქარი
  • 15 გ ჟელატინი
  • 300 გ ანანასის კონსერვი
  • 200 გ ბანანი

მომზადება

1. ჩაალბეთ ჟელატინი 50 მლ თბილ რძეში. შემდეგ დაიცადეთ 15 წუთი, სანამ სულ გაიხსნება.

2. ხაჭო ბლენდერში ათქვიფეთ, შემდეგ შეურიეთ არაჟანი და შაქარი.

3. დარჩენილი რძე გააცხელეთ, წვრილი ჭავლით ჩაასხით ჟელატინიან რძეში. დაამატეთ ათქვეფილი ხაჭო. დაიმახსოვრეთ, რომ ძალიან კარგად უნდა აურიოთ, რათა ჟელე ერთგვაროვანი გამოვიდეს.

4. ბანანი და ანანასი კუბებად დაჭერით, მოაცილეთ მათ მთელი წვენი. ჩაყარეთ ხილი მომზადებულ მასაში.

5. ჟელეთი სავსე ფორმა შედგით მაცივარში 3,5 საათით. გემრიელად მიირთვით!

გემრიელი ხაჭოს კერძის მოსამზადებლად, აუცილებელია, ხარისხიანი ხაჭოს შეძენა. უკეთესია ის თავად მოამზადოთ!

შეგიძლიათ მოამზადოთ ხაჭო თაფლით – ეს ნამდვილად ჩემპიონების საუზმეა! და თქვენ დაიმუხტებით მთელი დღის ენერგიით!

გაუზიარეთ ეს ტკბილი რეცეპტი მეგობრებს!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: