მთავარი კულინარია კომბოსტოში დამარინადებული კიტრის რეცეპტი

კომბოსტოში დამარინადებული კიტრის რეცეპტი

by Keti

ბოსტნეულისა და ხილის ზამთრისთვის მომზადება არცთუ ისე მარტივი და საინტერესო საქმეა. თუმცა, როცა წარმოვიდგენთ, თუ როგორ დავტკბებით ზამთარში შესანიშნავი მარინადებით, აღარ დაგვეზარება. ჩვენ ყველაზე უჩვეულო და წარმატებულ რეცეპტებს ვარჩევთ, ასე რომ, მათთან არ მოიწყენთ.

ამჯერად, მოგიყვებით, როგორ დაამარინადოთ კიტრი, რომელიც კომბოსტოს ფოთლებში იქნება შეხვეული. ამ სახით ის ტოლმას მოგაგონებთ. გამოირჩევა პიკანტული გემოთი და არაჩვეულებრივი არომატით. ის შესანიშნავი მისაყოლებელი კერძია, რომელზეც უარს ვერ იტყვით. სინჯეთ!

ინგრედიენტები
  • 2 კგ კიტრი
  • 1 თავი თეთრი კომბოსტო
  • 300 მლ ნატურალური ვაშლის წვენი
  • 3-4 კბილი ნიორი
  • 2 ს.კ. შაქარი
  • 2 ს.კ. მარილი
  • 0,5 კონა კამა
მომზადება
  1. გარეცხეთ კომბოსტო მთლიანად, ფრთხილად მოაშორეთ ფოთლები. ჩადეთ ცოტა ხნით მდუღარე წყალში, შემდეგ ამოიღეთ და გააშრეთ.
  2. გარეცხეთ კიტრები, მოათავსეთ საწურზე, რამდენიმე წამით ჩაყურსეთ მდუღარე წყალში და შემდეგ ეგრევე ცივ წყალში მოათავსეთ. ფოთლები და კიტრი ქაღალდის ხელსახოცზე დაალაგეთ, რათა ზედმეტი სითხე მოშორდეს.
  3. აიღეთ კომბოსტოს ფოთოლი, შეახვიეთ მასში კიტრი და დააფიქსირეთ მიღებული რულეტი ძაფით. იმავე გააკეთეთ დარჩენილ კიტრთან დ კომბოსტოსთან მიმართებით.
  4. გადაანაწილეთ კიტრი ქილებში, დაამატეთ ნიორი და კამა. ასევე შეგიძლიათ სასურველი სანელებელი მოაფრქვიოთ.
  5. მარინადისთვის მდუღარე წყალში მარილი და შაქარი გახსენით. ჩაასხით მასში ნატურალური ვაშლის წვენი.
  6. კიტრს მარილხსნარი სამჯერ დაასხით. ყოველ ჯერზე გადაასხით და წამოადუღეთ რამდენიმე წამი. მოხუფეთ ქილები სტერილური ხუფებით და გააციეთ გადაბრუნებულ პიზაში.

სურვილის მიხედვით ქილაში შეგიძლიათ ჩაამატოთ საყვარელი სანელებლები. ასეთივე პრინციპით შეგიძლიათ მოამზადოთ კიტრი ვაზის ფოთოლში შეხვეული.

გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: