მთავარი კულინარია ”კორდონი ბლუ” ლორით

”კორდონი ბლუ” ლორით

by Keti

თუ ერთხელ მაინც გაგისინჯავთ ”კორდონი ბლუ”, სამუდამოდ ვეღარ დაივიწყებთ მის გემოს. ამ კერძის მომზადება შეიძლება დღესასწაულებზეც და პიკნიკზე ან სამუშაოზე წასაღებადაც. ცოტა მეტი დრო სჭირდება მომზადებას, მაგრამ ამად ღირს.

ინგრედიენტები

  • 4 კგ ქათმის ფილე
  • 500 გ ლორი
  • 8 ცალი კვერცხი
  • 500 გ მაგარი ყველი
  • 500 გ ფქვილი
  • 300 გ საფანელი
  • მარილი, პილპილი გემოვნებით

მომზადება

1. ორი ცალი ქათმის მკერდი დადეთ დაფაზე, დააფარეთ საკვები ცელოფანი და დაბეგვეთ ისე, რომ მიიღოთ ერთიანი დაბეგვილი თხელი მასა. გააკეთეთ დანარჩენ ხორცზეც იგივე.

2. დაჭერით თხლად ყველი და ლორი. აიღეთ ორი ერთნაირი სწორკუთხა საცხობი ფორმა. ჩაუფინეთ ძირში და გვერდებზე საკვები ცელოფანი.

3. ჩაალაგეთ ფორმებში 2-2 დაბეგვილი მკერდი ისე, რომ ხორცი ნაპირებზე ეკიდოს. შეაზილეთ ხორცს მარილი და პილპილი გემოვნებით. დაალაგეთ ყველისა და ლორის ფენები და შეახვიეთ შიგთავსი დაბეგვილი მკერდის ნაპირებით.

4. გააგრძელეთ იგივე ინგრედიენტების დასრულებამდე. შემდეგ ფრთხილად შეაერთეთ ორივე ფორმის შიგთავსი და შეახვიეთ მიღებული მასა საკვებ ცელოფანში.

5. შეინახეთ საყინულეში 2 საათით. შემდეგ დაიწყეთ ხორცის შიგთავსიანად ამოვლება ფქვილში, ათქვეფილ კვერცხში და შემდეგ საფანელში.

6. გაავსეთ დიდი ტაფა ზეთით, გააცხელეთ. შეწვით მასა ყველა მხრიდან, ოქროსფრამდე.

7. შემდეგ შედგით ხორცი 140 გრადუსზე 60 წუთით.

,,კორდონ ბლუ” შესანიშნავი კერძია დიდი კომპანიისთვის. შეგიძლიათ პორციის განახევრებაც. გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!