ასკილი ძალიან სასარგებლო მცენარეა. ჯერ კიდევ ავიცენა ახსენებდა ამ შესნიშნავ მცენარეს თავის ნაშრომებში და იყენებდა ღვიძლისა და კუჭის დაავადებების დროს.
ასკილი ნამდვილად ბევრ შეუფასებელ თვისებას ფლობს, მას სცნობს ხალხური და ოფიციალური მედიცინა.
ვარდის მონათესავე მცენარეში სასარგებლოა ყველაფერი: ფესვები, ყვავილები, ნაყოფი. ყველაზე ხშირად ასკილი გვხვდება ტიბეტურ, უკრაინულ და პოლონური ხალხური მედიცინის რეცეპტებში.
ასკილის ნაყოფი მდიდარია C, B2, K, და P ვიტამინებით.
რისთვის იყენებენ ასკილის ნახარშს და ნაყენს
1. ნაყენს სვამენ კუჭის წყლულის, გასტრიტის და ნაწლავების დაავადებებისას.
2. ასკილში შემავალი სასარგებლო ნივთიერებები დადებითად მოქმედებს თირკმლებისა და შარდის ბუშტის დაავადებების დროს.
3. ასკილის ფესვები უნდა მოხარშოთ, თუკი პრობლემები გაქვთ სასუნთქ გზებთან დაკავშირებით. მის ნაყენს აქვს ანთების საწინააღმდეგო თვისებები.
4. ასკილის თესლი ზეთის მოსამზადებლად გამოიყენება, რომელიც ებრძვის დამწვრობებს, წყლულებს, დერმატოზებს.
5. ასკილი დადებითად მოქმედებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე, ასევე აჩქარებს მეტაბოლიზმს, ორგანიზმიდან გამოაქვს ტოქსინები და შლაკები. ამის გამო ასკილი საუკეთესო გასახდომი საშუალებაცაა.
მაქსიმალური სარგებლის მისაღებად უნდა ვიცოდეთ, როგორ მოვამზადოთ ასკილი სწორად.
ასკილის გამოყენების მეთოდები
1. ნახარში
დანაყეთ ნაყოფი ისე, რომ მარცვლები მთელი დარჩეს. ერთ წილ კენკრას დაასხით 6 წილი წყალი. ადუღეთ დაბალ ცეცხლზე 15 წუთი. შემდეგ დადგით 1,5 საათი. C ვიტამინი სრულად შენარჩუნდება. დღეში მიიღეთ 0,5 ჭიქა, დაამატეთ თაფლი.
2. ნაყენი
ნაყენის მოსამზადებლად ხარისხიანი თერმოსი გამოიყენეთ. დაჭრილი ნაყოფი თერმოსში ჩაყარეთ და დაასხით მდუღარე. 40 გ ასკილს – 1 ლ წყალი. დადგით 8 საათით. ასეთი სახით ასკილი ინარჩუნებს მეტ სასარგებლო თვისებას, ვიდრე მოხარშვისას.
გახსოვდეთ, რომ ასკილის საშუალებით წონის კლება ნელა მიმდინარეობს. ეს ნატურალური საშუალებაა, რომელიც თანდათან მოქმედებს. მნიშვნელოვანია, რეგულარული გამოყენება.