მთავარი კულინარია როგორ მოვამზადოთ ომლეტი შიგთავსით ღუმელში?

როგორ მოვამზადოთ ომლეტი შიგთავსით ღუმელში?

by Keti

ნოყიერი და გემრიელი საუზმის მიმზადებას მთელი ოჯახისთვის საკმაოდ დიდი დრო მიაქვს. ჩვენ მოგიყვებით როგორ მოამზადოთ შესანიშნავი საუზმე იოლად. ის ნახევარი საათი, რაც მის გამოცხობას სჭირდება, შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვა საქმეებისთვის.

გემრიელი და მარტივი საუზმე
  • 150 გ მდნარი ყველი
  • კამა
  • 2 კვერცხი
  • 1 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
  • 4 ს.კ. არაჟანი
  • 4 ს. კ. ფქვილი
  • 1 ს.კ. შაქარი
  • მარილი

მომზადება

1. გახეხეთ მდნარი ყველი სახეხზე ზოლების სახით.

2. წვრილად დაჭერით კამა და შეურიეთ ყველს.

3. ღრმა თასში ათქვიფეთ კვერცხი, დაამატეთ კამიანი ყველი, მარილი, შაქარი, კარგად აურიეთ.

4. შეურიეთ ფქვილი და გამაფხვიერებელი ერთმანეთს, ჩაყარეთ კვერცხიან მასაში, დაამატეთ არაჟანი, კარგად აურიეთ ყველაფერი.

5. კექსის ფორმებს წაუსვით ცხიმი და ჩაასხით მათში კვერცხიანი მასა ფორმის მოცულობის 2/3 დონეზე.

6. შედგით ფორმები 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 25-30 წუთით.

უკვე უარი უნდა თქვათ დილის ბუტერბროდებზე. ნოყიერი საუზმე ხომ კარგი დღის საწინდარია. დაიწყეთ დილა ასეთი ომლეტით და ნამდვილად არ ინანებთ.

გაუზიარეთ ეს მარტივი რეცეპტი სხვებსაც.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: