მთავარი ჯანმრთელობა ღვიძლის გასაწმენდი საშუალებები

ღვიძლის გასაწმენდი საშუალებები

by Keti

მუცლის მიდამოში ცხიმი ღრმად იმყოფება, ის გროვდება შინაგანიი ორგანოების გარშემო და მათ მუშაობას არღვევს. ე.წ. ვისცელარული ცხიმი დიდ დატვირთვას უქმნის ღვიძლს.

ღვიძლის გაწმენდა

ღვიძლში ცხიმების დიდი ნაწილი მუშავდება. ზედმეტი ცხიმი ღვიძლის უჯრედებში გროვდება და იქ ილექება, მეტაბოლიზმი ნელდება, წონა მატულობს. ნივთიერებათა ცვლის დარღვევის შედეგად, საკვები ნივთიერებები ცხიმებად გარდაიქმნება. ეს მიმდინარეობს უმეტესად მუცლის მიდამოში.

ღვიძლზე ზრუნვისთვის მკაცრი დიეტა აუცილებელი არ არის. არსებობს სპეციალური პრეპარატები, მაგრამ ჩვენ გთავაზობთ ნატურალურ საშუალებებს.

გასწავლით ღვიძლის დეტოქსიკაციისთვის სასარგებლო კოქტეილების მომზადებას. სასმელი ძილის წინ უნდა მიიღოთ. დაწყებამდე გაიარეთ ექიმის კონსულტაცია.

ღვიძლის გასაწმენდი სასმელები

1. ბაყაყურა

ეს უნიკალური ჰეპატოპროტექტორია.

30 გ დაჩეჩქვილ თესლს დაასხით 0,5 ლ ცივი წყალი და ხარშეთ დაბალ ცეცხლზე მოცულობის განახევრებამდე. გადაწურეთ და მიღებული ნახარშის 2 ს.კ. გახსენით 200 მლ თბილ წყალში. დალიეთ ძილამდე.

2. შვრია

დაიწყეთ მომზადება დილიდან. 1 ს.კ შვრიას 200 მლ მდუღარე დაასხით, საღამოს გადაწურეთ და ჩაამატეთ 1 ჩ.კ. დარიჩინი და 1/3 ჩ.კ. კურკუმა. გაყავით 2 მიღებაზე. პირველად – ვახშმამდე 30 წუთით ადრე, მეორე ძილამდე 30 წუთით ადრე.

3. იმბირი

250 ლ თბილ წყალს დაამატეთ 1/3 ჩ.კ. გახეხილი იმბირის ფესვი, 1 ჩ.კ. ლიმონის წვენი და 1 ჩ.კ. თაფლი. დააყოვნეთ 15 წუთი და დალიეთ ძილამდე 1 საათით ადრე. შესაძლოა წნევის მატება გამოიწვიოს.

4. ჭარხალი

გაფცქვენით 4 ჭარხალი, დაჭერით მსხვილად. დაასხით 2 ლ ცივი წყალი, აადუღეთ და ხარშეთ მოცულობის 3ჯერ შემცირებამდე. გადაწურეთ და დალიეთ 3/4 ჭიქა ძილის წინ.

5. ბალახელის ნაკრები

თანაბარი რაოდენობით შეურიეთ გვირილა, კრაზანა, არყის კვირტები, უკვდავას ყვავილები. 1 ს.კ. ნარევს დაასხით 500 მლ წყალი და დატოვეთ თერმოსში 1 დღე-ღამე. მიიღეთ 1 ჭიქა ძილამდე.

ღვიძლი – ორგანიზმის მთავარი ფილტრია. გასუქებული მუცლის ასაცილებლად, რაციონს დაამატეთ პროდუქტები, რომლებიც ცხიმის წვას ასტიმულირებენ.

აჩუქეთ მეგობრებს ჯანმრთელობის პორცია!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: