მთავარი რჩევები როგორ დავიცვათ თავი ტკიპებისგან ბუნებაში

როგორ დავიცვათ თავი ტკიპებისგან ბუნებაში

by Keti

ტკიპა ხეულზე უსიამოვნო სანახავია და ასევე ინფექციის გადამტანიც. ყველა ტკიპას ენცეფალიტი არ გადააქვს, თუმცა მათზე მინდობაც არ შეიძლება.

დათბობისას აუცილებელია, რომ მოიმარაგოთ მწერების საწინააღმდეგო საშუალებები. ისინი დაგიცავენ თქვენც და თქვენც ცხოველებსაც უსიამოვნო შედეგებისგან.

დაცვა ტკიპებისგან

აფთიაქში სხვადასხვა საშუალება იყიდება: სპრეი, მალამო, სამაჯური, თუმცა მათი მომზადება თავადაც შეგიძლიათ. ჩვენ გეტყვით როგორ დაიცვათ თავი მწერებისგან რამდენიმე წუთში.

ბუნებაში ჩაიცვით გრძელი შარვალი, გრძელი სახელოების მქონე ზედა, თავზეც დაიხურეთ. ასევე ატარეთ დამცავი საშუალებაც. სწრაფი მეთოდი ტკიპის კბენის გასაუვნებელსაყოფად არის ტანსაცმლის საწმენდი როლიკი და ეთერზეთი.

დაგჭირდებათ:

  • ტანსაცლის საწმენდი როლიკი
  • ევკალიპტის ან პიტნის ეთერზეთი

წაუსვით ეთერზეთი როლიკზე და გაატარეთ ტანსაცმელზე. ეს დაგიცავთ ტკიპებისგან, კოღოებისა და სხვა მწერებისგან. ისინი არომატებს ვერ იტანენ, თქვენთვის კი შეუმჩნეველი დარჩება.

თუ ტანსაცმლის დასვრის გეშინიათ, არსებობს ტკიპების საწინააღმდეგო ხალხური საშუალება.

დაგჭირდებათ:

  • ევკალიპტის ან პიტნის ეთერზეთის 10 წვეთი
  • 4 ს.კ. ძმარი
  • 2 ჩ.კ. წყალი

შეურიეთ ყველა ინგრედიენტი და ანჯღრიეთ სპრეის ბოთლში. ძმარი ეთერზეთის სუნს აძლიერებს და აორმაგებს მწერებისგან დაცვის შანსებს. სითხე შეისხით კანის ღია უბნებში, თმაზე ან ტანსაცმელზე.

საშუალების გამოყენებამდე ჩაიტარეთ მგრძნობელობის ტესტი. თუ მაჯაზე კანი გაწითლდა, ესე იგი, არ უნდა გამოიყენოთ.

მწერების საწინააღმდეგო საშუალებები საშიში არ არის, თუმცა შეიძლება გამოიწვიოს ალერგია ან ინფექცია. თუ შეამჩნიეთ სხეულზე ტკიპა, ის უნდა ამოიღოთ და აფთიაქში გაეშუროთ.

გაუზიარეთ ეს მეთოდი მეგობრებს! მოგვიყევით კომენტარებში ტკიპებისგან დაცვის რა საშუალებებს იყენებთ თქვენ!