მთავარი აგრონომია როგორ მოვიყვანოთ ბოლოკი სწორად

როგორ მოვიყვანოთ ბოლოკი სწორად

by Keti

ბოლოკი სპეციფიური გემოს გამო ბევრი საზაფხულო სალათისთვის შეუცვლელია, უფრო სასიამოვნოა ამ სასარგებლო ნაყოფის მოყვანა საკუთარ ნაკვეთში. ჩვენ გასწავლით ბოლოკის კარგი მოსავლის მიღების საიდუმლოს, უნიკალური მეთოდის წყალობით.

იგივე მეთოდი შეგიძლიათ გამოიყენოთ ბაზილიკისთვის, სტაფილოსთვის, სალათის ფურცლებისთვის.

ბოლოკის მოყვანა

ამ მეთოდისთვის დაგჭირდებათ კვერცხის შესანახი კარდონის ჩასადები. ისინი ხელმისაწვდომია. ეს კარდუნული კარკასი უყვართ გამოცდილ მებოსტნეებს. ზაფხულის წვიმების დროს, კარდონი მცენარეს ჭარბი ტენისგან იცავს. გვალვაში – პირიქით, აკავებს წყალს და ხშირი მორწყვის აუცილებლობისგან გვათავისუფლებს.

პირველ რიგში ნიადაგი მოამზადეთ, შემდეგ საკანცელარიო დანით კარდონის ჩასადებს ძირები მოაჭერით.

კარდონის კარკასი ნიადაგზე განათავსეთ, დააწექით მიწას, რათა გრუნტმა ნახვრეტები შეავსოს.

რჩება მხოლოდ ბოლოკის დათესვა თითოეულ უჯრედში, მიწის მიყრა მდინარის ქვიშით ან ტორფით 1,5-2 სმ-ის დონეზე და ნიადაგის მორწყვა.

ქვიშა იძლევა რამდენიმე უპირატესობას: სწრაფად თბება, ამიტომ ბოლოკი სწრაფად გაიზრდება და მომწიფდება. ბოლოკი იქნება სუფთა, წვიმიან ამინდშიც კი.

7-10 დღის შემდეგ დატკბებით მწვანე ნაზარდით.

დარგვის ასეთი მეთოდი არ საჭიროებს გამარგვლას, სამაგიეროდ, ის უნივერსალურია და გამოიყენება ღია გრუნტსა და სათბურში. სინჯეთ და დარწმუნდით, რომ ბოლოკის სახლის პირობებში მოყვანა იოლია.

გაუზიარეთ ეს საინტერესო მეთოდი მეგობრებს!