მთავარი ჯანმრთელობა როგორ შევივსოთ მაგნიუმის დეფიციტი?

როგორ შევივსოთ მაგნიუმის დეფიციტი?

by Keti

მაგნიუმი ერთ-ერთი სასარგებლო მიკროელემენტია ჯანმრთელობისთვის. ჩვენ მოგიყვებით იმ სიმპტომების შესახებ, რომელთა არსებობა მიუთითებს მაგნიუმის დეფიციტზე ორგანიზმში. ასევე შემოგთავაზებთ მაგნიუმის კოქტეილის რეცეპტს.

მაგნიუმის დაფიციტის ნიშნები

  1. ხშირი თავის ტკივილი, კონცენტრაციის დარღვევა, მიგრენი, ფეთქებადობა.
  2. კისრის, სახის და მხრების, აგრეთვე იმ კუნთების თამაში, რომლებიც მდებარეობს ხერხემლის გასწვრივ.

3. არითმია, ტკივილი გულში, კუჭის სპაზმები, გულისრევა და დიარეა.

4. ხელების დაბუჟება

5. წვივების, ბარძაყების და ტერფების კრუნჩხვები და ჩხვლეტა.

6. ხმაურისადმი მაღალი მგრძნობელობა, გაღიზიანებადობა და მოუსვენრობა.

7. ძილის დარღვევა ან ქრონიკული უძილობა

თუ შეამჩნიეთ რამდენიმე სიმპტომის არსებობა, სჯობს ჩააბაროთ სისხლი მასში მაგნიუმის დონის განსაზღვრაზე.

როგორ ავიცილოთ თავიდან მაგნიუმის დეფიციტი

  1. გამორიცხეთ რაციონიდან ყავა და ალკოჰოლი

2. მინიმუმამდე დაიყვანეთ ტკბილეულისა და გაზიანების მოხმარება

3. მიიღეთ  კალციუმის შემცველი პროდუქტი, რაც შეიძლება მეტი.

როგორ შევავსოთ ორგანიზმი მაგნიუმით

მედიკამენტების გარდა დეფიციტი შეგიძლიათ შეავსოთ სხვადასხვა ხალხური საშუალებით

მაგნიუმის კოქტეილის მოსამზადებლად თქვენ დაგჭირდებათ:

  • 300 გ ახალი ისპანახი
  • 1 ბანანი
  • 1 ს.კ. კაკაო
  • 1 ჩ.კ. თაფლი
  • 100 მლ შვრიის რძე

ყველა ინგრედიენტი შეურიეთ ბლენდერში. ეს კოქტეილი შეიცავს 234 მგ მაგნიუმს, რაც დღიური ნორმის 60 % ია

ბევრ მაგნიუმს შეიცავს შემდეგი პროდუქტები:

  • ბანანი – 59 მლ 1 ცალში
  • ოხრახუში, კამა, ისპანახი – 160 მლ 100 გ-ში
  • გოგრის თესლი – 150 მლ 30 გ გაფცქვნილ გულში
  • შავი ლობიო – 120 მლ 200 გ პარკოსანში
  • ორაგულის ფილე – 106 მლ 400 გ თევზში
  • შავი შოკოლადი – 65 მლ 30 გ დესერტში
  • ავოკადო – 37 მლ 200 გ ხილში

არ დაგავიწყდეთ, რომ  ხალხური საშუალებები მხოლოდ პრევენციულ ფუნქციას ასრულებს. თუ დაგიდგინდათ მაგნიუმის დეფიციტი, მიმართეთ ექიმს და შეასრულეთ მისი დანიშნულება.

აუცილებლად გაუზიარეთ მეგობრებს ეს საინტერესო სტატია.