831
2016 წელს ბრიტანეთში ააგეს ყველაზე მაღალი კოშკი ბლინებისგან – 102 სმ 213 ბლინისგან. დღეს შემოგთავაზებთ რეცეპტს, რომლის მიხედვით მომზადებული ბლინებით შთამბეჭდავი სიმაღლის კოშკს ააგებთ თქვენც.
საოცრად ნაზი და გემრიელი ბლინები სამარხვოა: ისინი არ შეიცავს არც კვერცხს, არც რძეს. სამაგიეროდ მათში არის რაღაც განსხვავებული ნიუანსი.
ინგრედიენტები
- 2 ჭიქა ფქვილი
- 1 ს.კ. შაქარი
- 2 კარტოფილი
- 1 მწიკვი სოდა
- 500-600 მლ გაზირებული წყალი
- 1 ჩ.კ. მარილი
- 4ს.კ. ზეთი
- 0,5 კონა მწვანე ხახვი
მომზადება
- კარტოფილი მოხარშეთ კანიანად, გააციეთ, გაფცქვენით
- ცომისთვის ფქვილს შეურიეთ მარილი, შაქარი, სოდა. ჩაასხით გაზიანი წყალი და 3 ს.კ. ზეთი. კარგად აურიეთ და დადგით ნახევარი საათი.
- კარტოფილი დაჭერით წვრილ კუბებად, წვრილად დაჭერით ხახვიც. მოაყარეთ მარილი, აურიეთ.
- ზეთწასმული ტაფა გაახურეთ. ჩაასხით პორცია ცომი, გადაანაწილეთ. მოაყარეთ ცოტა რაოდენობით კარტოფილი და ხახვი. ქვემოდან გამოცხობის შემდეგ ბლინი გადააბრუნეთ. მზა ბლინები დაალაგეთ ერთმანეთზე და დაახურეთ ხუფი.
ეს შესანიშნავი ბლინები არა მხოლოდ მარხვის დროსაა კარგი, არამედ ნებისმიერ დროს ნებისმიერი გემოვნების ადამიანს მოაწონებს თავს.
მოხარულები ვიქნებით თუ ამ სატატიას გაუზიარებთ მეგობრებსაც.