მამა სერაფიმეს ღია წერილი მთავრობას – “ამ ტაძარში, რომელიც სახლად გადააკეთეს, ჩემი წინაპრები ლოცულობდნენ…”

by guramus

სქემარქიმანდრიტი სერაფიმე პრეზიდენტს და პრემიერ-მინისტრს ღია წერილით მიმართავს. იგი მართლმადიდებელ ასურელთა კვირაცხოვლობის სახელობის ტაძრის ფოტოს აქვეყნებს, რომელიც არსებული ინფორმაციით, ამ დროისთვის საცხოვრებელ სახლად არის გადაკეთებული. სქემარქიმანდრიტი მთავრობას მოუწოდებს აღნიშნული საკითხით დაინტერესდეს და ტაძარი საქართველოს სამოციქულო ეკლესიას დაუბრუნოს.

“აი ამ ღია წერილს მივმართავ პრეზიდენტს, პრემიერ მინისტრს, მთავრობას, მერს. ყველას ვისაც ამ საკითხის მოგვარება ძალუძს მოვიდა ის დრო რომ ეს ტაძარი დაბრუნდეს ისევ საქართველოს სამოციქოლო ეკლესიის წიაღში, მიეცით იმ საწყალ ხალხს რაღაც საერთო საცხოვრებელი ან რაღაც ფართი ან თუნდაც ბინები… როდემდე უნდა იცხოვრონ ამ ტაძარში, რომელიც სახლად გადააკეთეს/ ჩემი წინაპრები და ყველა ასურელი მანდ ლოცულობდა, დიახ ამ ტაძარში, რომელშიც დღეს როგორც ვიცით, სადაც საკურთხეველია მანდ უკვე სამზარეულო აქვთ მოწყობილი, ამ ტაძარში ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის დასაწყიში მსახურობდნენ ასურელთათვის ქართველი მამები როგორიც იყო მამა დავით გიორგაძე რამდენადაც ჩვენ ვიცით, დე ეს დიდი პიროვნება ჩვენ ყველას გვიყვარს და გვახსოვს და ვაფასებთ, დიდი იყო მისი ღვაწლი, რა გაგიხდათ ბატონებო ამ ტაძრის დაბრუნების პრობლემა????? მინდა იცოდეთ. ყველა თქვენთაგანი, რომელიც ამ თემაზე მუშაობის საშუალება გაქვთ, და მიზან შეწონილად აარიდებთ თვალს, თქვენ საქართველოს ეკლესიას სალოცავს ართმევთ ასე უხეშად და ასე უნამუსოდ! სოს სქემარქიმანდრიტი სერაფიმე ბით-ხარიბი!” , – ნათქვამია ღია წერილში, რომელსაც სქემარქიმანდრიტი სერაფიმე “ფეისბუქზე” ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ