540
გსურთ გასინჯოთ განსაკუთრებული დესერტი? ასეთია ჰაეროვანი არაჟნის ჟელე ალუბლით. აქვს დაბალანსებული – მოტკბო და მომჟავო გემო. ალუბალი და არაჟანი ბევრი დესერტის ვარსკვლავური დუეტია.
ჟელეს მოსამზადებლად ახალი, გაყინული ან დაკონსერვებული უკურკო ალუბალი დაგჭირდებათ. ახალი ალუბალი 5 წუთით სეროფში მოხარშეთ (100 გ შაქარი 200 მლ წყალზე). შეგიძლიათ სხვა კენკრაც გამოიყენოთ, შაქრის რაოდენობის დარეგულირებით.
ინგრედიენტები
- 250 გ ალუბალი
- 350 გ არაჟანი
- 100 გ შაქარი
- 10 გ ჟელატინი
მომზადება
- გადაწურეთ ალუბალი საწურზე, ჟელატინი შეფუთვაზე არსებული ინსტრუქციით მოამზადეთ.
- არაჟანი შაქართან ათქვიფეთ, გაფუებამდე. ჩაასხით ჟელატინი და ათქვიფეთ. დაამატეთ ალუბალი, აურიეთ ხის კოვზით.
- მიღებული მასით შეავსეთ პატარა ჭიქები, შედგით მაცივარში 2 საათით.
მსუბუქი რეცეპტები გამოცხობის გარეშე მხსნელად გვევლინება. როცა დრო არ გვყოფნის კრემებისა და ბისკვიტების მოსაზადებლად!
შეინახეთ ეს რეცეპტი და გაუზიარეთ მეგობრებს!