მთავარი აგრონომია ხახვის ჩალბობა დარგვამდე

ხახვის ჩალბობა დარგვამდე

by Keti

ხახვის მოყვანა შესანიშნავი იდეაა, თუმცა პრაქტიკულად ცოტა რთული. ამბობენ, რომ კარგი მოსავლისთვის საჭიროა დარგვამდე ხახვის ჩალბობა. გიცდიათ?

ეს ვარიანტი მათ ეხებათ, ვინც ხახვს ზამთრის მარაგისთვის რგავს. სანამ დააპირებთ, ხახვი შესაბამის ხსნარში ჩაალბეთ. ზრდა დაჩქარდება. მცენარე დაცული იქნება მიკრობებისგან.

ხახვის ჩალბობის მეთოდები

არსებობს მრავალფუნქციორი და მცირე უპირატესობის მქონე ხსნარები. არ იჩქაროთ არჩევა, ორივეს თავისი დადებითი აქვს.

ჩალბობა მარილხსნარში

მარილის აბაზანები ხახვის სწრაფ ზრდას იწვევს, ასევე ნიადაგში არსებული მიკროორგანიზმებისგან დაცვას. გახსენით 2 ს.კ. მსხვილი მარილი 2 ლ წყალში, ჩაალბეთ ხახვი 2-3 საათი.

ჩალბობა სოდიან ხსნარში

დარგვამდე 1 ჩ.კ. სოდა გახსენით 10 ლ თბილ წყალში (45-50 გრადუსი), ჩაალბეთ 15 წუთი. ეს უვნებელყოფს ბოსტნეულს.

ჩალბობა კალიუმის პერმანგანატში

ასეთი აბაზანები შეგიძლიათ ბოსტნეულის დასამუშავებლად ან მარილწყლის გამოყენების შემდეგ გამოიყენოთ. გახსენით 1 ს.კ. კალიუმის პერმანგანატი 10 ლ წყალში. აურიეთ გახსნამდე. ჩაალბეთ 1,5-2 საათით. ეს ხახვს მავნე ბაქტერიებისგან იცავს.

ჩალბობა არყის ფისში

არყის ფისი ებრძვის ხახვის ბუზს. ასეთი მეთოდის გამოყენება სასარგებლოა ბოსტნეულისთვის და ნიადაგის მიკროფლორისთვისაც. დასათესი ხახვი გააშრეთ ბატარეაზე 40 გრადუსზე, 24 საათით. მოაცალეთ ზედა ფურცელი. მოაჭერით წვეროები და ჩაალბეთ სითხეში 3 საათით (1 ს.კ. ფისი 1 ლ ოთახის ტემპერატურის წყალზე). რეკომენდებულია ხახვის ჩალბობა ბადეში.

ხახვის კვალი გააკეთეთ სტაფილოსა და სხვა არომატული ბალახების გვერდით. ადგილი ყოველწლიურად შეცვალეთ. დარგვამდე ნიადაგი ტორფით ან ფუნათი გაამდიდრეთ. შეარჩიეთ რომელიმე ხერხი და ჩაალბეთ. მდიდარი მოსავალი არ დააყოვნებს!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: