მთავარი სილამაზე საფუარის ნიღაბი სახისთვის

საფუარის ნიღაბი სახისთვის

by Keti

10 ქალიდან 8 უკვე 35 წლიდან ამჩნევს შემაშფოთებელ ნიშნებს: სახის კანის სიმშრალეს, წვრილ ნაოჭებს, დაკარგულ მოქნილებას.

40 წლის შემდეგ კანი სწრაფად ბერდება. ეს ჰორმონული ფონის ცვლილებებს უკავშირდება, ასევე არასწორ კვებასა და მოვლას. დაბერების პროცესი შეუქცევადია, მაგრამ შეიძლება მისი შეჩერება.

გთავაზობთ სახლის პირობებში მოსამზადებელ ეფექტურ საშუალებას.

საფუარი კანისთვის

საფუარი B ჯგუფის ვიტამინების წყაროა, ის აწესრიგებს კანის უჯრედებში ნივთიერებათა ცვლის პროცესს. ვიტამინები E, D, C, PP კვებავს და ატენიანებს კანს. საფუარში შედის ამინომჟავები, რომლებიც მიკრობებზე მოქმედებს. აქვს ანტიალერგიული და დამამშვიდებელი ეფექტი.

ფოსფოლიპიდები, რომლებსაც საფუარი შეიცავს, კანს ელასტიურობას ანიჭებს.

საფუარის ნიღაბი სახლის პირობებში

ცვლილებას პირველივე პროცედურაზე შეამჩნევთ. გირჩევთ ჩაიტაროთ ორკვირიანი კურსი, ხანგრძლივი ეფექტისთვის.

ინგრედიენტები

  • 10 გ ახალი საფუარი
  • 6 ჩ.კ. თბილი რძე
  • 1 ჩ.კ. თაფლი
  • 3 ჩ.კ. სახამებელი
  • 2-3 წვეთი ზეთოვანი A ვიტამინი
  • 2-3 წვეთი ზეთოვანი E ვიტამინი

მომზადება

  1. საფუარი თბილ რძეში გახსენით, დატოვეთ 15 წუთი.
  2. დაამატეთ თაფლი. თუ მასზე ალერგია გაქვთ, შეცვალეთ 1 ჩ.კ. სქელი იოგურტით. დაამატეთ სახამებელი, ვიტამინები და კარგად აურიეთ.
  3. ფუნჯით წაისვით ნარევი სახესა და ყელზე. მასაჟური მოძრაობებით იმოძრავეთ ქვემოდან ზემოთ. არ შეეხოთ თვალების და ტუჩების გარშემო მიდამოს.
  4. დაიცადეთ პირველი შრის გაშრობამდე, შემდეგ მეორე დაიტანეთ. მეხუთე შრის წასმის შემდეგ, ნიღაბი 20 წუთი დაიტოვეთ. ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

რამდენიმე წუთის შემდეგ კანი ვაშლის ძმრის ხსნარით. როცა კანი გაშრება, წაისვით ნებისმიერი დამატენიანებელი კრემი. რიტუალი დაასრულეთ 5 წუთიანი რელაქსით: დაწექით ზურგზე, სწორად, უბალიშოდ. დახუჭეთ თვალები და ეცადეთ მთლიანად მოადუნოთ სახის ყველა კუნთი.

ისე არაფერი აახალგაზრდავებს ქალს, როგორც დადებითი ემოციები. გისურვებთ სიხარულის ბევრ მიზეზს!