მთავარი კულინარია ორცხობილა შიგთავსით

ორცხობილა შიგთავსით

by Keti

გთავაზობთ მარტივი ორცხობილის მომზადებას კენკროვანი შიგთავსით. ის თქვენს ჩვეულ რუხ დღეს ლამაზ ზღაპრად აქცევს. ამ პატარა ფხვიერ ნამცხვარს ეძახიან ,,ალუბალს თოვლში”.

ის მზადდება სწრაფად, ყველაფერზე 30 წუთი გეყოფათ.

ინგრედიენტები

  • 400 გ ფქვილი
  • 2 ს.კ. ლერწმის შაქარი
  • 1 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
  • 2 ს.კ. არაჟანი
  • 150 გ კარაქი
  • 3 კვერცხი
  • 50 ალუბალი
  • 50 გ ალუბლის მურაბა
  • 1 ს.კ. შაქრის პუდრა

მომზადება

1. გაცერით ფქვილი გამაფხვიერებელთან, ღრმა ჯამში. დაამატეთ შაქარი, აურიეთ.

2. დაამატეთ არაჟანი, კვერცხი, დააქუცმაცეთ კარაქი და მოზილეთ ცომი.

3. გააბრტყელეთ ცომი გრძელი სწორკუთხედის სახით (8 მლ სისქის). წაუსვით მურაბა ნაპირებს და დაალაგეთ 50 ალუბალი სიგრძეზე. გადაახვიეთ ცომი რულეტივით. დაჭერით ნაჭრებად 2 ალუბლის ზომაზე.

4. ქაღალდიან საცხობზე დაალაგეთ ორცხობილები და შედგით 180 გრადუსზე 20 წუთით. მოაყარეთ შაქრის პუდრა.

კენკრის ორცხობილა გამოდის ხრაშუნა, მომჟაო. შიგთავსისთვის ახალი და გაყინული უკურკო ალუბალიც გამოდგება, შეგიძლიათ სხვა კენკრით ან ჩირით ჩაანაცვლოთ.

გაუზიარეთ ეს რეცეპტი მეგობრებს!