მთავარი ჯანმრთელობა რომელი პროდუქტებია მავნე გულისთვის

რომელი პროდუქტებია მავნე გულისთვის

by Keti

იცოდით, რომ გული სხვა ორგანოებზე ადრე ბერდება? ამიტომ მას განსაკუთრებული ზრუნვა სჭირდება. მავნე ჩვევების, სტრესის, გადაღლის გარდა გულის მუშაობაზე უარყოფით გავლენას ახდენს კვების არასწორი რაციონი.

არსებობს მთელი რიგი პროდუქტებისა, რომელთა რეგულარული მოხმარებით გულს საფრთხეს ვუქმნით. გავეცნოთ მათ იმისათვის, რომ მაქსიმალურად გავუხანგრძლივოთ ჩვენ გულებს სიცოცხლისუნარიანობა.

რომელი პროდუქტები ვნებს გულს

მარილი

ცნობილია, რომ მარილი  ორგანიზმში წყალს აკავებს. ეს კი დატვირთვას უქმნის გულს და თირკმლებს. ექიმები გვირჩევენ დღეში არაუმეტეს 1 ჩაის კოვზი მარილის მიღებას.

კარტოფილი ფრი

ეს პოპულარული საკვები ჰიპერტონული წნევის მატებას იწვევს, რაც თავის მხრივ საფრთხეს უქმნის გულს, იწვევს ინფარქტისა და ინსულტის პროვოცირებას.

ტკბილი სასმელები

ბევრისთვის საყვარელი გაზიანი სასმელები და დაფასოებული წვენები დიდი რაოდენობით შაქარს შეიცავს. ისინი ხელს უწყობენ წნევის მატებას და ზიანს აყენებენ სისხლძარღვებს.

ალკოჰოლი

სისხლში ალკოჰოლი 6-7 საათი რჩება. ამ დროის განმავლობაში გული გადატვირთულია: პულსი გახშირებულია, სისხლი სქელდება და ზიანდება სისხლძარღვები.

წითელი ხორცი

წითელი ხორცი  შეიცავს ჰიდროგენიზებულ ცხიმებს, რომლებიც უარყოფითად მოქმედებს ვენებზე და გულის კუნთის მუშაობაზე.

შებოლილი ხორცეული

გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის მავნეა ‘’თხევადი კვამლი’’. მისი მოქმედებით ხორცი შებოლვისას ივსება მავნე ნივთიერებებით. ასეთი ხორცი შეიცავს დიდი რაოდენობით ნატრიუმის გლუმატს.

შაქარი

შაქრის ჭარბად მოხმარება იწვევს ზედმეტ წონას. ეს კი ჰიპერტონიის განვითარების მთავარი მიზეზია. ექიმების რჩევით, ქალებმა დღე-ღემეში უნდა მიიღონ არაუმეტეს 6 ჩაის კოვზი შაქარი, მამაკაცებმა კი 9 ჩაის კოვზი.

ფუნთუშები

იცოდით, რომ ფუნთუშაში უფრო მეტი ცხიმი და შაქარია, ვიდრე ტორტებში და კრემიან ნამცხვრებში?  ჰიპერტონიკებმა თავი უნდა შეიკავონ ამ ტკბილეულისგან.

მარგარინი

მის წარმოებაში გამოიყენება ყველაზე იაფი ზეთები და ტრანსცხიმები, რომლებიც ილექება სისხლძარღვებზე და ავიწროებენ მის სანათურს თანდათან დახშობამდე.

სწრაფი მომზადების ვერმიშელი

სწრაფი მომზადების საყვარელი მაკარონის ერთი პაკეტი   18 გ ცხიმს და მარილის დიდ რაოდენობას შეიცავს.

გაუფრთხილდით თავს. უარი თქვით მავნე ჩვევებზე და მავნე პროდუქტებზე.

ეს ღირებული ინფორმაცია გაუზიარეთ  ახლობელ ადამიანებს.