მთავარი კულინარია უნგრული სუფი

უნგრული სუფი

by Keti

ბევრ კაცს არ უყვარს ტრადიციული სუფები. ამიტომ ხშირად გვიწევს სხვადასხვა ეროვნული სამზარეულოების მოძებნა. ერთ-ერთია უნგრული სოკოს სუფი. კერძი მსუბუქი, ნაზი, არომატული გამოდის, თან კარგად ანაყრებს. მხოლოდ მისი ნაღების გემო რად ღირს…

ინგრედიენტები

  • 500 გ ქამა
  • 400 მლ ქათბის ბულიონი
  • 200 მლ რძე
  • 3 ს.კ. ფქვილი
  • 50 გ კარაქი
  • 2 ხახვი
  • 100 გ არაჟანი
  • 2 ჩ.კ. გამხმარი კამა
  • 1 ს.კ. წითელი წიწაკა
  • 1 ს.კ. სოიოს სოუსი
  • 1 ჩ.კ. მარილი
  • 2 ჩ.კ. ლიმონის წვენი
  • დაფქული პილპილი

მომზადება

1. გაფცქვენით ხახვი, დაჭერით კუბებად.

2. სოკო გარეცხეთ, დაჭერით თხელ ნაჭრებად.

3. კარაქი გაადნეთ ქვაბში, დაამატეთ ხახვი, შუშეთ 5 წუთი. შემდეგ ჩაყარეთ სოკოც, შუშეთ 5-10 წუთი.

4. კამა, წიწაკა, სოიო და ბულიონი დაამატეთ ხახვიან სოჯოს. ხარშეთ 15 წუთი, დაბალზე.

5. ცალკე აურიეთ ფქვილი და რძე. ნელა ჩაასხით ნარევი სუფში, ურიეთ. ხარშეთ 15 წუთი.

6. დაამატეთ მარილი, პილპილი, არაჟანი, აურიეთ და დატოვეთ დაბალ ცეცხლზე, არ აადუღოთ.

უნგრულ სუფს ბოლოს მოაყარეთ ახალი ოხრახუში. ქამა შეგიძლიათ სხვა სოკოთი შეცვალოთ. ისინი არომატს გააძლიერებენ! მოამზადეთ და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!