მთავარი კულინარია გამომცხვარი ყვავილოვანი კომბოსტო და ბროკოლი

გამომცხვარი ყვავილოვანი კომბოსტო და ბროკოლი

by Keti

ხშირად წონაში კლების მსურველებს უჭირთ უარის თქმა გემრიელ კვებაზე. ჩვენ გვსურს დაგიმტკიცოთ, რომ დიეტური საკვები არამხოლოდ სასარგებლო, არამედ გემრიელიცაა.

კეფირზე დამზადებული ყვავილოვანი კომბოსტო და ბროკოლი ამის თვალსაჩინო დასტურია. მოამზადეთ ასეთი სახით გამომცხვარი და გახდით გემრიელად.

ინგრედიენტები

500 გ ყვავილოვანი კომბოსტო

500 გ ბროკოლი

200 მლ კეფირი

2 ცალი კვერცხის გული

50 გ მაგარი ყველი

მარილი, შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება

1. აადუღეთ წყალი, ჩაყარეთ მარილი, შემდეგ კომბოსტო. ადუღეთ 1 წუთი.

2. შემდეგ ჩაყარეთ ბროკოლი, ადუღეთ კვლავ 1-2 წუთი. წყალი გადაღვარეთ.

3. ცალკე ათქვიფეთ კვერცხის გულები, დაამატეთ კეფირი, მარილი, პილპილი.

4. საცხობ ფორმას წაუსვით ცხიმი, დაალაგეთ მასზე ბოსტნეული და დაასხით კეფირისა და კვერცხის ნარევი.

5. ყველი გახეხეთ წვრილ სახეხზე და მოაყარეთ კომბოსტოს.

6. ბოსტნეული შედგით 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 10-15 წუთით.

იმისთვის, რომ კერძი მაქსიმალურად დაბალკალორიული იყოს, გამოიყენეთ 1% ცხიმიანობის კეფირი.

გემრიელად მიირთვით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებსაც.