მთავარი კულინარია ბიგოსი ახალი კომბოსტოთი

ბიგოსი ახალი კომბოსტოთი

by Keti

ბიგოსი, იგივე ბიგუსი, აღმოსავლეთევროპული კერძია, კერძოდ, მას უკავშირებენ პოლონეთს. თუმცა სადაურიც არ უნდა იყოს , ძალიან გემრიელია. მზადდება ხორცისა და კომბოსტოსგან. მზა კერძი არის სქელი, მომჟაო გემოთი და შებოლილის სუნით. გემრიელია!

ინგრედიენტები

  • 400 ს საქონლის ხორცი
  • 2 ხახვი
  • 2 პომიდორი
  • 1 კგ თეთრი კომბოსტო
  • 1 ცალი სტაფილო
  • მარილი, პილპილი გემოვნებით
  • მწვანილი გემოვნებით

მომზადება

  1. დაჭერით ხორცი კუბებად. შეგიძლიათ როგორც საქონლის, ასევე ღორის ხორცის გამოყენება.
  2. გააცხელეთ ზეთი და დაბრაწეთ ხორცი. დაამატეთ დაჭრილი ხახვი  და შუშეთ 8 წუთი. დაჭერით სტაფილო ზოლებად, დაამატეთ ისიც ხორცს და კვლავ 8 წუთი შუშეთ. მოაყარეთ პილპილი და აურიეთ.
  3. დაჭერით პომიდორი წვრილად, ჩაყარეთ ხორცთან და შუშეთ 5 წუთი.
  4. დაჭერით კომბოსტო, მოაყარეთ მარილი და ხელით აურიეთ. დააცადეთ წვენის გამოსვლა. ჩაყარეთ კომბოსტო ხორციან მასაში, დაახურეთ და შუშეთ 50-60 წუთის განმავლობაში. პერიოდულად ურიეთ.
  5. მოაყარეთ დაჭრილი ოხრახუში ან სხვა მწვანილი.

ბიგოსთან ერთად სუფრაზე მიაქვთ თეთრი ან შავი გახუხული პური. ამ კერძს ძალიან უხდება ალკოჰოლიანი სასმელები.

გემრიელად მიირთვით!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: