მთავარი ჯანმრთელობა როგორ შევინარჩუნოთ ჯანმრთელობა მოწიფულ ასაკში

როგორ შევინარჩუნოთ ჯანმრთელობა მოწიფულ ასაკში

by Keti

არსებობს მითი, რომ ბავშვობაში გაკეთებული აცრები მთელი სიცოცხლე მიგვყვება. მაგრამ ეს ასე არ არის. იმუნიტეტი ასაკთან ერთად ქვეითდება და შესაძლოა, სულაც გაქრეს.

ამასთან არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ”საბავშვო” დაავადებები მოწიფულ ასაკში უფრო რთული გადასატანია. ჩვენ მოგიყვებით, რომელი აცრები უნდა გაიკეთოს მოზრდილმა ადამიანმა სხვადასხვა გართულების თავიდან ასაცილებლად.

როგორ განვიმტკიცოთ ჯანმრთელობა

პირველ რიგში უნდა ჩაიტაროთ ის აცრები, რომლებიც გამოტოვეთ ბავშვობაში. თუ არ გახსოვთ, ამისთვის შესაბამისი ანალიზები გაიკეთეთ.

აუცილებლად უნდა გაარკვიოთ, გაგიკეთებიათ თუ არა წითელას, წითურას, ყბაყურას საწინააღმდეგო აცრები. საჭიროა ასევე დიფთერიისა და ტეტანუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია. ამ ორი დაავადების  წინააღმდეგ იმუნიტეტი ნარჩუნდება მხოლოდ 10 წელი. წითელას საწინააღმდეგოდ,თუ ეს დაავადება არ გადაგიტანიათ, აცრა უნდა ჩაიტაროთ 35 წლის და შემდეგ 55 წლის ასაკში.

კიდევ ერთხელ, 23-29 წლის ასაკში საჭიროა ტუბერკულოზის საწინააღმდეგო აცრის ჩატარებაც. აქტუალურია B ჰეპატიტის წინააღმდეგ ვაქცინაცია, განსაკუთრებით, სამედიცინი პერსონალისა.

ვაქცინაციის წესები

  1. აცრა უნდა ჩაუტარდეს ჯანმრთელ ადამიანს. ამისათვის ჩააბარეთ ძირითადი ანალიზები.
  2. ალკოჰოლის მიღება არ შეიძლება აცრიდან მინიმუმ 3 დღის განმავლობაში.
  3. ალერგიული რეაქციების გამოსარიცხად, აცრის შემდეგ უნდა მიიღოთ ანტიჰისტამინური და სიცხისდამწევი პრეპარატები.
  4. მაღალი მგრძნობელობის ადამიანებისთვის ნაჩვენებია ინაქტივირებული და დასუსტებული ვაქცინები.
  5. ცხელ ქვეყნებში გამგზავრების მსურველებმა აცრები უნდა ჩაიტარონ ყვითელი ცხელების, ბრუცელოზის, მუცლის ტიფის, იაპონური ენცეფალიტის წინააღმდეგ.
  6. ორსულებისთვის არ შეიძლება წითელას, წითურას, ყბაყურას საწინააღმდეგო აცრების ჩატარება.

დამატებითი აცრები

ამ ჯგუში შედის არასავალდებულო აცრები. ისინი ნებაყოფლობითია, რადგან არ ფინანსდება. ასეთებია, მაგალითად, მენინგოკოკური ინფექციის, ან პაპილომა ვირუსით გამოწვეული ინფექციების საწინააღმდეგო ვაქცინაციები.

არ დაგავიწყდეთ, რომ თავის დროზე მასობრივმა აცრებმა ბევრი საშიში ინფექცია სრულად აღმოფხვრა. ახლა კი, გახშირდა რა აცრებზე უარისთქმა,  ზოგი მათგანი , მაგალითად, წითელა, ისევ ბრუნდება.

გაუზიარეთ ეს სასარგებლო ინფორმაცია მეგობრებს.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: