მთავარი ასტროლოგია ზუსტი პროგნოზი ანჟელა პერლისგან: აი რა ცვლილებებს უნდა ელოდოთ მაისში ზოდიაქოს ნიშნები.

ზუსტი პროგნოზი ანჟელა პერლისგან: აი რა ცვლილებებს უნდა ელოდოთ მაისში ზოდიაქოს ნიშნები.

by Keti

ჩვენთვის კარგად ცნობილი ანჟელა პერლი – ასტროლოგი და ტაროლოგი – მოგვიყვება რა შეიძლება შეიცვალოს მაისში. მისი რჩევა ბევრჯერ დაეხმარა არაერთ ადამიანს.

წაიკითხეთ ანჟელა პერლის ტარო-პროგნოზი. აქ ყველაფერია სიყვარულზე, ჯანმრთელობასა და კარიერაზე. თქვენ განსაკუთრებული სიახლეები გელოდებათ.

ცვლილებები ადამიანის ცხოვრებაში

1. ვერძი

წარმატება იმ ვერძებს გაუღიმებს, ვინც რამე ახალს დაიწყებს. ეს ეხება სწავლას, მოგზაურობას, მეორე ნახევრის ძიებას. ფულიც იქნება იქიდან, საიდანაც არ ელით. სამსახურის მძებნელები აუცილებლად იპოვიან მას. ჯანმრთელობა შესანიშნავად ექნებათ. ყველა ცალადმყოფ ვერძს, სიყვარულის პოვნა ელის.

2. კურო

კუროებს ყველანაირი რესურსი აქვთ, რომ ყველა დასახული მიზნის რეალიზება შეძლონ. არ გაჩერდეთ შუა გზაზე და წარმატება აუცილებლად გაგიღიმებთ. მთავარი გამოყავით მეორეხარისხოვანისგან, დაალაგეთ პრიორიტეტები. მეტი დრო დაუთმეთ ახლობლებსა და დასვენებას, ასე თქვენი ემოციური მდგომარეობა შესანიშნავი გახდება.

3. ტყუპები

ტყუპებს მაისში ყველა შანსი აქვთ, რომ მიიღონ ურთიერთობებისგან კმაყოფილება, ასევე პროდუქტიულად იმუშაონ. მთავარია არ შეეჭიდოთ მიუწვდომელს და არ დასახოთ გრანდიოზული გეგმები, რათა მათგან იმედგაცრუება არ იწვნიოთ. ეს კარგი დროა საკუთარ თავში გასარკვევად და მომავალი მიზნების დასახვისთვის. მაისი კარგი პერიოდია საცხოვრებელი ადგილის ცვლილებისთვის.

4. კირჩხიბი

მაისში კიბოს ცხოვრების ახალი ეტაპი დაეწყება ცხოვრების ბევრ სფეროში. ექნება ბევრი შესაძლებლობა და სიახლე. გახსნილი იყავით ურთიერთობებისთვის: ეს სასარგებლო იქნება. ივნისის კიბოებმა მაისში არ უნდა გაუშვან მატერიალური ბაზის განახლების შანსები.

5. ლომი

კარგი პერიოდი დგას მათთვის, ვინც ცვლილებებს გადაწყვეტს. დროა, სამოგზაუროდ წახვიდეთ. შესაძლოა ფინანსური შემოთავაზებები, რომლებზეც უნდა დათანხმდეთ. ჯანმრთელობამ რომ არ გიმტყუნოთ, არ უნდა ინერვიულოთ, რადგან ბედნიერება ზღურბლზეა.

6. ქალწული

მაისში ბევრი მუშაობა მოგიწევთ, შედეგები წარმატებული იქნება. თვის ბოლოს საინტერესო წინადადებას ელოდეთ, მაგრამ გადაწყვეტილება სწრაფად უნდა მიიღოთ, ამიტომ კარგად კონცენტრირდით საკუთარ ძალებზე. მაისის მეორე ნახევარი კარგი დროა დამატებითი სამუშაოს მოსაძებნად.

7. სასწორი

მაისში შესაძლოე ნერვული დაძაბულობები, მაქსიმალურად ერიდეთ მათ, მეტი დაისვენეთ, იყავით სუფთა ჰაერზე. სასწორებისთვის მაოსი ჰარმონიული პერიოდიცაა, ამ დროს ფინანსური მდგომარეობა დასტაბილურდება, გექნებათ სასარგებლო კონტაქტები, ახალი შესაძლებლობები.

8. მორიელი

მაისის დასაწყისი კარგი დროა სამუშაოში ჩასაფლობად. შედეგიც შესანიშნავი იქნება, ანაზღაურებაც – მშვენიერი. მაისის შუაში, შესაძლოა, რაღაც ახალი გამოჩნდეს, რაც ახალი ეტაპის დასაწყისი გახდება. ეს უმეტესაც მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას ეხება. ჯანმრთელობაც არ გიღალატებთ!

9. მშვილდოსანი

თვის პირველი ნახევარი წყნარად ჩაივლის, მეორე კი ცოტათი დაარღვევს თქვენს ფინანსურ გეგმებს. მაგრამ, არ იდარდოთ, ახლობლები დაგეხმარებიან მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაში. სასიყვარულო ფრონტზე ცვლილებებია მოსალოდნელი, რთულად პროგნოზირებადი მომენტები. დარჩით, რაც ხართ და უკან არ დაიხიოთ. მალე ყველაფერი კარგისკენ შეიცვლება.

10. თხის რქა

კეთილი საქმეები მაისში ნაყოფს გამოიღებს. რთულ წუთებში ყოველთვის გამოგიწვდიან დახმარების ხელს. მაისი წარმატებული თვე იქნება კარიერაში. ჯანმრთელობაც არ გიღალატებთ, წინ სასიამოვნო სიურპრიზი გელით, რომელიც თქვენს განწყობაზე იმოქმედებს.

11. მერწყული

მაისის დასაწყისში მოულოდნელი შეხვედრა შეიძლება ბედისწერის საჩუქარი აღმოჩნდეს, ეს მშვენიერი დროა რომანტიკული ურთიერთობების ასაწყობად, ხელის სათხოვნელად და დაქორწინებისთვის. მაისის მეორე ნახევარში ცოტა ფინანსურ სირთულეებს წააწყდებით, ამის გამო შესაძლოა ემოციური კონფლიქტებიც. მაგრამ ეს დროებითი იქნება.

12. თევზები

მოუძებნეთ ყველაფერს გასაღები, მაშინ ყველა თქვენი ინტერესი გათვალისწინებული იქნება სხვების მიერ. სიყვარულში უკმარისობა არ გექნებათ, ისეირნეთ, გაეცანით, გამოუტყდით გრძნობებში. ვისაც ოჯახი ჰყავს, ვურჩევთ, ხშირად მოუწყონ სიურპრიზები თავიანთ მეუღლეს.

თქვენს მეგობრებსაც დააინტერესებთ, თუ რა ელით მაისში. გაუზიარეთ მათაც ეს სტატია!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: