მთავარი ჯანმრთელობა წყლის სმის რეჟიმი

წყლის სმის რეჟიმი

by Keti

ცუდ განწყობასა და თავის ტკივილს ჩვენ დაღლილობით ვხსნით, ასევე პრობლემების არსებობით, ვსვამთ ტაბლეტებს და ა.შ. ამ დროს საჭიროა, ჩვეულებრივი წყლის დალევა. წყლის უკნარისობაზე ორგანიზმი მკვეთრად რეაგირებს.

თუ ახალგაზრდა ორგანიზმი როგორღაც უმკლავდება უწყლობას, ასაკთან ერთად თავს იჩენს პრობლემები. დააკვირდით რამდენ წყალს სვამთ. ყოველი მეორე ადამიანი სვამს დღიური ნორმის მესამედს, ეს კი არღვევს მეტაბოლიზმს.

ბევრი არ ნიშნავს უკეთესს

წყალი ყველაზე სასარგებლო პროდუქტია, რაც მეტს დავლევთ – უკეთესი. ყოველ ყლუპთან ერთად ახალგაზრდავდება თითოეული უჯრედი.

არსებობს აზრი, რომ ჩვენი წყლისადმი მოთხოვნილება თავად წყალმა უნდა დააკმაყოფილოს, თუმცა ეს ინდივიდუალურია.

მიღებული წყლის მოცულობა დამოკიდებულია ადამიანის კვების რეჟიმსა და საქმიანობაზე. თუ იცავთ პოპულარულ ნორმას დღეში – 1,5-2 ლ – მაშინ სწორ საათებში დალიეთ, რათა მაქსიმალური სარგებლობა მიიღოთ.

როდის დავლიოთ წყალი

  • 08:00. 2 ჭიქა ლიმონიანი წყალი უზმოზე. წყალი აღვიძებს ორგანიზმს და აღვიძებს საკვების მისაღებად. საუზმე წყლის დალევიდან 30 წუთის შემდეგ მიიღეთ.

  • 11:00. ოთახის ტემპერატურის წყალი. ამ დროს მიღებული წყალი მადას ამცირებს და სადილზე ჩვეული პორციის ნახევარს შეჭამთ. თუ გახდომა გსურთ აქციეთ ეს ჩვევად.

  • 13:00. 1 ჭიქა თბილი წყალი სადილამდე 30 წუთით ადრე და 1 ჭიქა სადილის დროს. თბილი წყალი ჭამის დროს მეტაბოლიზმს აუმჯობესებს.

  • 16:00. ოთახის ტემპერატურის 0,5 ლ წყალი. კვების შუა პერიოდებს სხვადასხვა სასუსნავებით ვავსებთ: ხილით, შოკოლადით, ჩიფსით… თუმცა საჭიროა წყლის მიღება.

  • 20:00. 1 ჭიქა თბილი წყალი. შეგიძლიათ დაამატოთ ლიმონი და ცოტა თაფლი. ეს დამამთავრებელი ეტაპია.

წყლის სმის ასეთი რეჟიმი ორგანიზმს ავსებს ჯანმრთელობით და ათავისუფლებს ზედმეტი წონისგან. ასეთი რეჟიმის პირობებში აღარ იქნება საჭირო დიეტა, შიმშილი და ა.შ.

სვით წყალი შესაბამისი გრაფიკით და დაკარგეთ ზედმეტი წონა, მაგრამ შეიძინეთ ძალა და ჯანმრთელობა! გაუზიარეთ ინფორმაცია სხვებსაც და დაუმტკიცეთ, რომ მთავარია როდის და არა რამდენი!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: