მთავარი ჯანმრთელობა ნიახურის წვენი ცხიმს წვავს

ნიახურის წვენი ცხიმს წვავს

by Keti

ბევრს ძალიან უნდა წონაში კლება, ეს შესაძლებელია მარტივად. ჩვენ გთავაზობთ 8 კილოს დაკლებას 2 თვეში. ზოგიერთს დაკლება არ გამოსდის, საინტერესოა, რატომ ხდება ასე? საქმე სწორ პრიორიტეტებშია. კვებითი ჩვევების შეცვლა ყველაფერს სასიკეთოდ ცვლის. მკაცრი დიეტები შედეგზე ორიენტირებული არ არის და ის ფიტავს ჩვენს სხეულს.

ვისაუბროთ, შეუფასებელ ბოსტნეულზე, რომელიც ყველა გახდომის მსურველმა უნდა მიიღოს.

ნიახური უარყოფითი კალორიულობის მქონე პროდუქტია. უნიკალურია იმით, რომ გადამუშავებაზე მეტი ენერგია იხარჯება, ვიდრე მიიღება.

ნიახურის სარგებლობა

100 გ – 16 კალორია. ეს არის მთელი მისი ენერგია. ის შეიცავს უჯრედისს და სასარგებლო ნივთიერებებს. მაგნიუმისა და კალიუმის წყალობით, შარდმდენი ეფექტიც აქვს. ბოსტნეული თირკმლების მუშაობას ააქტიურებს, ასუფთავებს სისხლს.

A, E, C ვიტამინები ნიახურს დიდებულ ანტიოქსიდანტად აქცევს.

ფოთლები, ღერო, ფესვი, ყველაფერი სასარგებლოა. მისგან დიეტურ სალათებს, სუფებს აკეთებენ. თუმცა მაქსიმუმ სარგებელს მიიღებთ, თუ ნიახურისგან წვენს ან სმუზებს მოამზადებთ. ყოველი დილა ამ სასმელით დაიწყეთ და მალე საოცარ შედეგებს მიიღებთ.

სასმელები ნიახურისგან

1. სასმელი იმბირის, ნიახურისა და სტაფილოსგან:

ათქვიფეთ ბლენდერში ნიახურის 2 ღერო, 4 სტაფილო, 1 ნატეხი ახალი იმბირი. თუ გსურთ დაამატეთ 1 ჩ.კ. თაფლი. სასმელი საუზმემდე 30 წუთით ადრე მიიღეთ და ვახშმის ნაცვლად.

2. სასმელი ნიახურის, სტაფილოსა და ვაშლისგან

ათქვიფეთ ბლენდერში 2 ღერო ნიახური, 2 ვაშლი, 2 სტაფილო. დაამატეთ 0,5 ლიმონის წვენი, მწიკვი დარიჩინი. დალიეთ უზმოზე და ჭამის შუალედებში.

3. სასმელი ნიახურისა და ფორთოხლისგან

ათქვიფეთ ბლენდერში 2 ღერო ნიახური, დაამატეთ 2 ფორთოხლის წვენი. სურვილისამებრ, 1 ჩ.კ. თაფლი. დალიეთ 200 მლ უზმოზე, ყოველდღე 1 კვირის მანძილზე. შეისვენეთ 1 კვირა და კვლავ გაიმეორეთ.

4. სასმელი ნიახურის, ვაშლის, კიტრისა და ოხრახუშისგან

ათქვიფეთ ბლენდერში 2 ღერო ნიახური, 2 ვაშლი, 2 კიტრი, დაამატეთ ნახევარი კონა ოხრახუში. გაყავით 2 მიღებაზე – დილა-საღამოს.

5. სასმელი ნიახურისა და ანანასისგან

ათქვიფეთ ბლენდერში 3 ღერო ნიახური და ახალი ანანასის 3 ნაჭერი. დაამატეთ 1 მწიკვი დარიჩინი, მიიღეთ ყოველდღე სადილობამდე 30 წუთით ადრე.

გისურვებთ შედეგიან გახდომას. მოხარულები ვიქნებით, თუ სტატიას მეგობრებსაც გაუზიარებთ!