მთავარი საკითხავი ქალმა საკუთარი შვილიშვილი გააჩინა, რადგან მისი ქალიშვილი საშვილოსნოს გარეშე დაიბადა

ქალმა საკუთარი შვილიშვილი გააჩინა, რადგან მისი ქალიშვილი საშვილოსნოს გარეშე დაიბადა

by Keti

ბავშვს დედისთვის ბევრი ტვირთი და ფიზიკური ტკივილი მოაქვს. თუმცა ეს ასეც უნდა იყოს. მშობიარობის ტკივილები საკმაოდ მძიმეა, განსაკუთრებით მაშინ, როცა შენი შვილის მაგივრადაც გიწევს ამის გაკეთება.

31 წლის ტრეისი სმიტს არ შეეძლო შვილის გაჩენა, რადგან 15 წლის ასაკში აღმოაჩინა, რომ რეპროდუქციული ორგანოები არ ჰქონდა.

დედამისი, ემა მაილსი, 55 წლისაა. ის სულ ამბობდა, რომ ყველაფერს გააკეთებდა, შვილიშვილი რომ ჰყოლოდა. 9 კვირის წინ მან ეს დაამტკიცა და საკუთარი შვილიშვილი გააჩინა. პატარა ევი ჯანმრთელი ბავშვია.

ემა დიდი ხნის მანძილზე ემზადებოდა ორსულობისთვის. ტრეისის კვერცხუჯრედი მისმა საშვილოსნომ გაანაყოფიერა. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. ქორწინებაში მყოფი ტრეისი ამბობს, რომ ის ძალიან გაახარა დედის შემოთავაზებამ.

ის ამბობს: ,,ეს დიაგნოზი სულ მტანჯავდა. სულ მაწუხებდა, რომ შვილი არ მეყოლებოდა. არარა 15 წლიდან მინდოდა დედობა.”

,,ჩემი დიაგნოზის შემდეგ დედაჩემმა მალევე შემომთავაზა დახმარება. ვიცოდი, რომ მართლაც მზად იყო ჩემს დასახმარებლად, რადგან ამას სულ მეუბნებოდა.”

”2016 წელს ადამზე დავქორწინდი, მალევე დედაჩემის პირობა გამახსენდა და ვკითხე, სერიოზულად საუბრობდა თუ არა ამ თემაზე. მან კი დასტური მომცა.

ტრეისიმ და ადამმა სუროგატ დედას ახლო ნათესავი არჩიეს. ისინი ახლა ევის შვილად აყვანის პროცესს იწყებენ.

ემა ამბობს: ,,ასაკის მიუხედავად მშობიარობის არ მეშინოდა, მხოლოდ შვილის გახარება მინდოდა. ტრეისის დედობა ჩემთვის დიდი საჩუქარია. ახლა კარგად ვარ და ჯანმრთელად, შესაძლოა ევის პატარა ძმა ან და თუ მოუნდება, მაშინაც შევძლო დახმარება.”

ეს საყვარელ ზღაპარს ჰგავს. მათ ოჯახში დედის დღეს განსაკუთრებული დანიშნულება ექნება.