მთავარი საკითხავი ძაღლი საავადმყოფოს კარებს არ შორდება, რადგან პატრონს უცდის. გულისამაჩუყებელი ისტორია.

ძაღლი საავადმყოფოს კარებს არ შორდება, რადგან პატრონს უცდის. გულისამაჩუყებელი ისტორია.

by Keti

საყვარელი ლაბრადორი არგენტინის ჰოსპიტალთან დასახლდა, ის პატრონის დაბრუნებას ელის და არ იცის, რომ ის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ის 6 წლის ტოტოა, რომელიც დიდი ხანია პაბლო სორიას ჰოსპიტალთან უკვე 1 კვირაა წევს. ტოტოს პატრონმა ითხოვა, რომ ძაღლი მასთან მიეყვანათ, რათა გამომშვიდობებოდა.

სამწუხაროდ, პატრონი გარდაიცვალა, ძაღლი კი მას კვლავ ელოდება. ცხოველთა დამცველი ორგანიზაციის წევრი ფატიმა როდრიგესი ცდილობს, ტოტოს ახალი პატრონი უპოვოს. თუმცა, სასურველია, პოტენციურ პატრონს ტოტო სულ სახლში ჰყავდეს, რადგან ის შეიძლება გაიქცეს და კვლავ საავადმყოფოსთან დაწვეს.

ტოტოს თათზე ოპერაცია სჭირდება, ასევე სასურველია, რომ გაასტერილონ. ის ძალიან კარგად იქცევა, ადამიანების გამოჩენა უხარია და მასთან თამაშის უფლებასაც აძლევს მათ. ტოტოს ისევ ჰგონია, რომ პატრონი სახლში წაიყვანს.

ძაღლები დიდი ერთგულებით გამოირჩევიან. არსებობს კიდევ ერთი ისტორია პიტბულზე სახელად – ბლუ.

მასზე ოჯახმა უარი თქვა, თუმცა ის მაინც ცდილობდა სახლში დაბრუნებას, გარბოდა თავშესაფრიდან და ყოფილ პატრონებს აკითხავდა. ოჯახს ფიზიკურად არ შეეძლო მისი მოვლა, ამიტომ ის სხვა შტატის თავშესაფარში წაიყვანეს და მის მომავალ პატრონსაც ისევე ეძებენ, როგორც ერთგული ტოტოსას.