მთავარი აგრონომია ხის ქერქზე დამყნობა

ხის ქერქზე დამყნობა

by Keti

ხეების დამყნობა ზრდის მოსავლიანობას, ამისთვის საუკეთესო დრო გაზაფხულია, როცა პირველი კვირტები ჩნდება.

როგორ მოვემზადოთ დამყნობისთვის

დასამყნობ ფუძედ იყენებენ 2-10 წლის ჯანმრთელ მცენარეებს, დაზიანების გარეშე. თუ ხე მთლიანად უნდა დაამყნოთ, გადახერხეთ ის მიწიდან 70-100 სმ-ზე. გადანაჭერი გაწმინდეთ მჭრელი დანით. თუ ცალკეულ ტოტებს ამყნობთ, ისინი ღეროდან 20-40 სმზე გადაჭერით.

რაც შეეხება კალმებს, ისინი ცივ და ბნელ ადგილას უნდა ინახებოდეს – სარდაფში, მაცივარში. გადანაჭერი სულ ქვიშაში ან სველ ნაჭერში უნდა იყოს. დამყნობამდე 2-3 დღით ადრე, კალმები სითბოში გადაიტანეთ, ოთახის ტემპერატურაზე.

მებაღის იარაღების მომზადება

დაგჭირდებათ:

  • კარგად გალესილი დანა/სეკატორი
  • ოლიფა ან ზეთოვანი საღებავი
  • იზოლენტა ან პლასტირი

ქერქზე დამყნობა

  1. გაასუფთავეთ ჯირკი გლუვი ზედაპირისთვის.
  2. ქერქში გააკეთეთ 4 სმ სიგრძივი ნაჭდევები, აქ კალმები უნდა ჩალაგდეს. ქერქი მერქანისგან გააცალკევეთ.
  3. დანის ბლაგვი პირით ,,ჯიბეები” გააკეთეთ, სადაც კალამი ჩაჯდება.
  4. დაჭერით 10-15 სმ სიგრძის კალმები, თითოეულზე 2-3 კვირტი უნდა იყოს.
  5. კალამს გაუკეთეთ ქვემოთ 3-4 სმ სიგრძის ირიბი განაჭერი.
  6. კალამი ჩადგით ქერქის ქვეშ, რომ მისი განაჭერის 1-2 მლ ღეროზე გადმოვიდეს.
  7. დამყნობის ადგილი წნულით, იზოლენტით შეახვიეთ. მთელ ზედაპირზე წაუსვით პლასტილინი, რათა არ გაშრეს.

დამყნობის შედეგები

შედეგს 2-3 კვირის შემდეგ ვნახავთ. სახვევი მსუბუქად მოხსენით, თუ დამყნობა წარმატებულია, 2 მცენარის ქერქის შეერთების ადგილას გამოჩნდება ღია ფერის კოჟრი, კალამზე კი კვირტები უფრო დაიბერება. თუ ასე არ მოხდა, ე.ი. კალამი მოკვდა. პროცედურა შემდეგ წელს გაიმეორეთ. თუ კალმების მარაგი გაქვთ, შეგიძლიათ კვლავ სცადოთ იგივე ხეზე, მოპირდაპირე მხარეს.

როგორ მოვუაროთ დამყნობილ ხეს

დამყნობა სტრესია მცენარისთვის, ამიტომ მიმართეთ ამ ხერხებს:

  • თუ ზაფხული ცხელია, დაიცავით ნამყენი მზისგან, შემოახვიეთ ქსოვილი. თუ დამყნობის ადგილზე სარეველა გაჩნდა, ამოაძრეთ ის.
  • როცა ნამყენზე ახალი ტოტები გაჩნდება, ყველა მოჭერით და დატოვეთ მხოლოდ 1.
  • პირველ წელს ყინვამდე დამყნობის ადგილს შემოახვიეთ ტომარა ან ქსოვილი.

დამყნობილ კალამს 20 დღეში ერთხელ დააკვირდით. ამ პერიოდულობით სახვევი შეასუსტეთ დამყნობის ადგილას, თორემ სახვევი ღეროს ჩაეზრდება. თუ სწორად გააკეთებთ, 2-4 წლის შემდეგ ნაყოფს მიიღებთ.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: