მთავარი აგრონომია 12 შეცდომა, რომელსაც მცენარის გასხვლის დროს უშვებენ

12 შეცდომა, რომელსაც მცენარის გასხვლის დროს უშვებენ

by Keti

გასხვლა მცენარეს ეხმარება, მაგრამ  ზოგჯერ აზიანებს კიდეც, განსაკუთრებით მებაღის გამოუცდელობის შემთხვევაში. ჩვენ მოვაგროვეთ გასხვლის დროს დაშვებული გავრცელებული შეცდომები, რომელიც მცენარეს ვნებს.

1. მხოლოდ გატეხილი ტოტებისა და დაზიანებული ღეროს მოშორება

ეს გავრცელებული შეცდომაა, მცენარეს მთელი ტოტი უნდა მოშორდეს, ჯანსაღ კვირტამდე. გადანაჭერი ღეროდან მოცილებული ტოტისკენ უნდა იყოს მიმართული.

2. ვარჯის გახშირება

ახლომდებარე ტოტები ერთმანეთს ეხახუნება, ხახუნი კი, მით უმეტეს ქარის დროს,  ტოტებს დამცავ ფენას აცლის. ეს კი იწვევს დაავადებებს. ასე რომ არ მოხდეს, მოაცილეთ ზედმეტი დაზიანებული ტოტები. ამის თავიდან ასაცილებლად გადაჭერით ვერტიკალური ღეროები.

3. არასწორი გადაჭრა კვირტზე

ყველაზე რთული კვირტზე გასხვლაა. სწორი პროცედურისას გადაჭრა სრულდება ფუძიდან ტოტის წვეროსკენ. ამ დროს დანა ტოტის მხრიდან შეჰყავთ. გადაჭრის კუთხე არ უნდა იყოს 45 გრადუსზე მეტი.

4. გაულესავი ინსტრუმენტი

გაულესავი სეკატორი, დანა, ხერხი სუფთა საქმეს ვერ ასრულებს. ისინი არასწორ ნაწიბურებს ტოვებს, რაც ღეროს აზიანებს. ამ დროს დიდია თვითდაზიანების შანსიც. ხშირად ასუფთავეთ და რეცხეთ ინვენტარი.

5. მხოლოდ გარეთა ტოტების გადაჭრა

ამ დროს ცენტრი კვლავ ხშირი რჩება, ეს კი იწვევს მცენარის დაავადებას. სჯობს, ბუჩქის ცენტრიც გათავისუფლდეს და დარჩეს 1 მთავარი ტოტი.

6. კონკურენტი ტოტების სიუხვე

ახალგაზრდა ხეებს ხშირად ამოსდით რამდენიმე ძირითადი ტოტი, თუ მათ ნებაზე მივუშვებთ, ერთმანეთს დაასუსტებენ. ეს მთლიან მცენარეზეც იმოქმედებს. მოაშორეთ კონკურენტი ღეროები და დატოვეთ გამძლე (0,5 მ სიგრძის), რომელიც სიმძიმეს აიტანს. დანარჩენები 1/3-ით შეამცირეთ.

7. კვირტების დაზიანება

ტოტების მოცილებისას შესაძლოა კვირტების ვნება, ამიტომ იარაღი სწორი კუთხით მოათავსეთ. თავიდან მსხვილი ტოტები მოაცილეთ, რათა წვრილთან ადვილად მიაღწიოთ და ფრთხილად მოჭრათ.

8. ბრმა ტოტების უყურადღებოდ დარჩენა

ბრმა ტოტებზე ყვავილები არ იზრდება. ისინი ქვედა კვირტამდე უნდა მოჭრათ, რათა სტიმულირება მოხდეს.

9. დაავადების უგულებელყოფა

კარგი გასხვლა მცენარეებს ბევრი პრობლემისგან იცავს, თუმცა ისინი სულ უნდა დაათვალიეროთ. მაგალითად, მარჯანისებრი ლაქები, ჟანგი, ობი, ჭრაქი მთავარი დაავადებებია. მათი გამომწვევები ხშირად ძველ ტოტებში იზამთრებენ, გაზაფხულზე კი ახლებზე გადავიდნენ. ყველა საეჭვო ტოტი გადასაჭრელია.

10. გაზაფხულზე მოყვავილე მცენარეების უდროო გასხვლა

ბევრ მოყვავილე ტოტს ნუ გადაჭრით, განსაკუთრებით, 2-3 წლიანებს. ეს არ ეხება ბუდილიას, კლემატისს, ვარდის ზოგ სახეობას. ადრე გაზაფხულზე გასხვლა მათი ყვავილების სტიმულირებას მოახდენს.

11. არასწორი ინსტრუმენტი

ხერხის გამოყენება გასხვლისას გვეხმარება სქელი ტოტის სწორ მოჭრაში (5-7 სმ და მეტი). სეკატორი ან ბაღის მაკრატელი კი წვრილ ტოტებს უხდება (1-3 სმ).

12. მცენარის არარეგულარული გასხვლა

უნდა იცოდეთ, როდის და რა სიხშირით უნდა გასხლათ კენკროვანები, ვაშლი, ალუბალი. ზუსტად უნდა მიჰყვეთ რეკომენდაციებს. თუ წესებს დაარღვევთ, მცენარე ავადობას, გახმობას დაიწყებს.

ახლა თქვენ გაქვთ ყველა იმ შეცდომის ჩამონათვალი, რომლებსაც მებაღეები უშვებენ ხეების და ბუჩქების გასხვლის დროს. ეცადეთ, თავიდან აიცილოთ ისინი და მიიღოთ უხვი მოსავალი.

წარმატებას გისურვებთ!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: