მთავარი ჯანმრთელობა რითია სასარგებლო ბანანის ნახარში დარიჩინთან ერთად

რითია სასარგებლო ბანანის ნახარში დარიჩინთან ერთად

by Keti

ბანანის მიმართ გულგრილი ადამიანის პოვნა რთულია. ის უსაზღვროდ სასარგებლოა შესანიშნავ გემოსთან ერთად. ამიტომ აძლევენ ბანანს ჩვილ ბავშვებსაც პიურეს სახით.

დღეს ბანანის სასარგებლო თვისებებთან ერთად გთავაზობთ მისგან მომზადებული სასმელის რეცეპტებსაც.

ბანანის სასარგებლო თვისებები

100 გრამი პროდუქტი შეიცავს მხოლოდ 90 კალორიას. ამიტომ ბანანი წონაში კლების მსურველთა რაციონში საპატიო ადგილზეა. ბანანი შეიცავს ვაშლის მჟავას და ნახშირწყლების მომნელებელ ფერმენტებსაც.

ბანანი გვამარაგებს  C და E ვიტამინებით, ასევე B6 ით, რომელიც სისხლში გლუკოზის დონეს ინარჩუნებს და აწყნარებს ნერვულ სისტემას.

ბანანი სასარგებლოა კალიუმის დაფიციტის დროსაც. თუმცა სარგებლიანობის მიუხედავად სპეციალისტები არ გვირჩევენ დღეში 2 ბანანზე მეტს.

ბანანისგან შესაძლოა მომზადდეს ნახარში, რომელიც შველის გადაღლილობას, სტრესს, უძილობას.

ინგრედიენტები

  • 2 მწიფე ბანანი
  • 1 ლ წყალი
  • 2 ღერი დარიჩინი

მომზადება

  1. კარგად გარეცხე ბანანი და დარიჩინთან ერთად მოათავსე მდუღარე წყალში.
  2. ხარშე 15 წუთი. შემდეგ გააციე.

გააციე და მიიღე ნახარშის თითო ჭიქა ძილამდე 1 საათით ადრე. ეფექტის გასაძლიერებლად მიირთვი 1 ბანანი კიდევ. შეგიძლია მოხარშო გაფცქვნილი ბანანიც. ნაკლებ დროში მომზადდება, მაგრამ სარგებელიც ნაკლები ექნება.

ბანანის საშუალებით მკურნალობენ ხველასაც.

ინგრედიენტები

  • 1 ბანანი
  • 1 ს.კ. ნატურალური თაფლი

მომზადება

1. გაფცქვენი ბანანი, მოაცილე თეთრი ძაფები.

2. ჩაჭყლიტე რბილობი ჩანგლით ფაფის კონისტენციის მიღებამდე.

3. ბანანის პასტაში ჩაამატე თაფლი და ნარევი დადგი წყლის აბაზანაზე 8-10 წუთით.

გააციე და მიიღე თითო ჩაის კოვზი მთელი დღის მანძლზე. ხველა სწრაფად გაივლის.

ბანანით მკურნალობა ნამდვილი სიამოვნებაა. ამიტომ ხშირად ჩართეთ ეს საოცარი პროდუქტი კვების რაციონში.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: