მთავარი კულინარია კვერცხის მოხარშვა ჩაიში

კვერცხის მოხარშვა ჩაიში

by Keti

ჩინელებმა რამდენიმე ასეული წლის წინ მოიფიქრეს კულინარული ტექნიკა, რომელიც ჩვეულებრივ რბილ პროდუქტებს არომატულ კერძებად გადააქცევდა. ასეთებია, მაგალითად, ყველი ტოფუ და ასევე კვერცხი.

თავისთავად ცილას არ აქვს არც გემო, არც ფერი. მაგრამ თუ კვერცხს მოვხარშავთ სანელებლებიან ჩაიში, სხვანაირად მომზადება აღარც მოგინდებათ. ამ მეთოდს ,,ლუ ბრას” ეძახიან.

ინგრედიენტები

  • 100 მლ სოიოს სოუსი
  • 150 მლ წყალი
  • 1 ს.კ. შაქარი
  • 1 ჩ.კ. შავი ჩაი
  • 2 ანისული
  • 1 ღერო დარიჩინი
  • 1 დაფნის ფოთოლი
  • 2 მიხაკი
  • შავი პილპილი, მარილი

მომზადება

1. მოხარშეთ კვერცხი, შემდეგ გააციეთ ცივ წყალში.

2. ფრთხილად გატეხეთ კვერცხი მთელ პერიმეტრზე, ოღონდ არ გაფცქვნათ. შემდეგ მოამზადეთ მარინადი.

3. შეურიეთ წყალი, სოუსი, სუნელები, აადუღეთ. დადგით 1 სთ ოთახის ტემპერატურაზე.

4. მოათავსეთ კვერცხი არომატულ მარინადში, მოხარშეთ ნახევარი საათი. დატოვეთ გასაციებლად მარინადშივე. დატოვეთ მთელი დღის ან ღამის განმავლობაში, შემდეგ გაფცქვენით.

ჩვეულებრივი ჩაის ნაცვლად პაკეტებიც გამოდგება. სუნელების კომბინაციების შეცვლა გემოვნების მიხედვით შეგიძლიათ, თუმცა 5 სახის სუნელი საკმარისია, რომ მოსაწყენი კვერცხი პირველი კლასის კერძად გადავაქციოთ.

გაუზიარეთ ეს მეტად უჩვეულო და საინტერესო რეცეპტი მეგობრებს!