792
რძეში მომზადებული კარტოფილი ნაზი კრემის კონსისტენციისაა და პირში დნება. მისი ხელმისაწვდომობისა და კვებითი თვისებების გამო, აგრეთვე იმიტომ, რომ იოლი მოსამზადებელია, საკმაოდ პოპულარული კერძია.
ნამდვილი გემოს შესაგრძნობად სჯობს სოფლის რძის გამოყენება. მოსამზადებლად აიღეთ ალუმინის ან უჟანგავი ფოლადის ქვაბი, რადგან ემალირებულში რძე მიიწვება. ეს რეცეპტი თქვენი ფავორიტი გახდება.
ინგრედიენტები
- 500 გ კარტოფილი
- 50 გ კარაქი
- 250 მლ რძე
- მარილი, პილპილი, მწვანილი გემოვნებით
მომზადება
- კარტოფილი გაფცქვენით, გარეცხეთ, დაჭერით მსხვილ კუბებად და დამდუღრეთ.
- ჩაყარეთ კარტოფილი ქვაბში და დაასხით ცხელი რძე, დადგით დაბალ ცეცხლზე.
- ხარშეთ 20- 25 წუთი მომზადებამდე.
- როდესაც კარტოფილი მოიხარშება, გადმოდგით, მოაყარეთ მარილი, პილპილი, ჩააგდეთ კარაქი, დატოვეთ თავდახურულში 5 წუთი. სუფრასთან მიტანის წინ მოაყარეთ დაჭრილი მწვანილი.
- გემრიელი კარტოფილი მზადაა!
თუ ამ რეცეპტს დაამატებთ ხახვს, მეტ კარაქს, სხვადასხვა საკმაზს და გახეხილ ყველს, მიიღებთ ფრანგულ გრატენს. ამ კერძით კი ნებისმიერ სტუმარს შეგიძლიათ მოაწონოთ თავი.
გემრიელად მიირთვით და გაუზიარეთ რეცეპტი სხვებსაც.