მთავარი რჩევები როგორ გავჭიმოთ მჭიდრო ფეხსაცმელი

როგორ გავჭიმოთ მჭიდრო ფეხსაცმელი

by Keti

ხშირად ფეხსაცმლის შერჩევისას ვერ ვამჩნევთ მის მოუხერხებლობას, იმდენად ძლიერია ყიდვის სურვილი. მხოლოდ სახლში ვხვდებით, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით არ წავიდა.

რა უნდა გავაკეთოთ ასეთ დროს? ხომ არ გადავაგდებთ ახალ ფეხსაცმელა. ჩვენ გასწავლით ტყავის ფეხსაცმლის გაჭიმვას მთელ ზომაზე.

როგორ გავჭიმოთ ტყავის ფეხსაცმელი

ტყავის ფეხსაცმელზე იმიტომ ვსაუბრობთ, რომ სწორედ ეს ფეხსაცმელია ჩვენი თავის ტკივილი. თუმცა მეთოდი ყველა სახის ფეხსაცმელს მოუხდება, ის უნივერსალურია. დავიწყოთ ფეხსაცმლის გადარჩენა.

ფეხსაცმლის გაჭიმვის ბევრი მეთოდი არსებობს, თუმცა ყველა არ მუშაობს: არაყი, აბუსალათინის ზეთი, ოდეკოლონი… რას აღარ ასხამენ ფეხსაცმელში, თუმცა უფრო მარტივი და უსაფრთხო მეთოდი არსებობს. ამისთვის 2 მდგრადი პაკეტი და ცოტა წყალი დაგჭირდებათ. სულ ესაა.

აიღეთ ფეხსაცმელი და დადეთ კუთხით გარკვეულ მოცულობაში, რადგან აუცილებელია მისი მდებარეობის დაფიქსირება. ახლა აიღეთ 2 ცალი პაკეტი და მოათავსეთ ისინი ფეხსაცმელში. თუ მხოლოდ წინა ნაწილი გიჭერთ, იქ მოათავსეთ. თუ უბრალოდ პატარა ზომისაა ფეხსაცმელი და მთლიანად გსურთ მისი დაჭიმვა, დადეთ ის სწორად და მთელი პაკეტი ფეხსაცმლის შიგნით გაანაწილეთ.

ახლა ცივი წყალი აიღეთ და ფეხსაცმელში ჩაასხით. თუ თითებთან გინდათ, მანამდე ასხით, სანამ ფეხსაცმლის წინა ნაწილი გაივსება, მეორე შემთხვევაში კი მთლიანად გაავსეთ ფეხსაცმელი. შეკარით პაკეტები და შედგით ფეხსაცმელი საყინულეში. დააყოვნეთ რამდენიმე საათი. წყალი უნდა გაიყინოს და გაჭიმოს ფეხსაცმელი.

შემდეგ გამოიღეთ ფეხსაცმელი საყინულედან, ამოაცალეთ ყინული და ჩაიცვით. მანამდე მჭიდრო წინდა ჩაიცვით და იარეთ სახლში 1-2 საათით. სჯობს, მაშინვე გააკეთოთ ეს. 2 საათის შემდეგ შეამჩნევთ, რომ ფეხსაცმელი კარგად გაქვთ. ეს ყველაზე ეფექტური მეთოდია.

რაც მთავარია, ფეხსაცმელი საერთოდ არ ფუჭდება ამ მანიპულაციით, მთავარია დიდხანს არ დარჩეს საყინულეში. ამ მეთოდით ტყავის, ზამშის, ხავერდის და სხვა ტიპის ფეხსაცმლის გაჭიმვაც შეიძლება.

გთავაზობთ რუსულენოვან ვიდეოს:

თუ მოგეწონათ მეთოდი, გაუზიარეთ მეგობრებსაც!