მთავარი კულინარია გემრიელი ფუნჩულები საფუარის გარეშე

გემრიელი ფუნჩულები საფუარის გარეშე

by Keti

ფუნჩულა მრგვალი და ტკბილი ღვეზელია, მას შუაში ნახვრეტი აქვს. ეს უგემრიელესი ნუგბარია, რომელმაც საყოველთაო სიყვარული მოიპოვა.

ინგრედიენტები

  • 400 გ შედედებული რძე
  • 3 კვერცხი
  • 0,5 ლ ზეთი
  • მწიკვი მარილი
  • 10 გ გამაფხვიერებელი
  • 10 გ ვანილი

მომზადება

1. ჩახალეთ კვერცხი ჯამში, დაამატეთ შედედებული რძე.

2. აურიეთ, მაგრამ არ ათქვიფოთ.

3. გაცერით ფქვილი.

4. ჩაყარეთ გამაფხვიერებელი, ვანილი, მარილი. მოზილეთ რბილი ცომი. გააბრტყელეთ 1 სმ სისქის ფირფიტად.

5. აიღეთ ჭიქა და ამოჭერით დიდი წრეები.

6. ყოველი წრის შიგნით არყის ჭიქით უფრო პატარა წრე გააკეთეთ.

7. ჩაასხით ქვაბში ზეთი, გააცხელეთ. ჩაუშვით დაახლოებით 5 ცომის ნაჭერი, შეწვით ორივე მხრიდან ოქროსფრამდე. ფუნჩულები ბადეზე დაალაგეთ, შემდეგ ქაღალდის ხელსახოცზე.

8. შეგიძლიათ ფუნჩულები მაშინვე მიიტანოთ სუფრასთან ან შოკოლადში ამოავლოთ ისინი. გაადნეთ შოკოლადის ფილა წყლის აბაზანაზე და მასში ფუნჩულები ამოავლეთ.

გემრიელი ფუნჩულები კარგია საუზმესა და დესერტებზე. მოამზადეთ ბევრი, რადგან ძალიან მალე იჭმევა. გაუზიარეთ რეცეპტი თქვენს მეგობრებსაც!