837
ვის არ უყვარს რაფაელო… ეს ნუგბარი ბავშვებსაც უყვართ და დიდებსაც. წარმოიდგინეთ, რომ რაფაელოს კრემის მომზადება სახლის პირობებში შეგიძლიათ. ის კონსერვანტების გარეშე გამზადებული საღი პროდუქტი იქნება. მთავარია ხარისხიანი ინგრედიენტების შეჩევა.
ინგრედიენტები
- 70 გ ქოქოსის ფანტელი
- 400 გ შედედებული რძე
- 200 გ თეთრი შოკოლადი
- 200 გ ნაღები
მომზადება
- წყლის აბაზანაზე გაადნეთ კარაქი და თეთრი შოკოლადი. თან სულ ურიეთ.
- შემდეგ ჩაასხით მასში შედედებული რძე და ჩაყარეთ ქოქოსის ფანტელი. კარგად აურიეთ მასას.
- გადმოდგით კრემი ცეცხლიდან, გააციეთ და შედგით მაცივარში 3-4 საათით. შემდეგ კრემი შეგიძლიათ ტორტებისთვის, ნამცხვრებისთვის და სხვადასხვა კანფეტისთვის გამოიყენოთ.
ეს კრემი ძალიან უხდება ჩვეულებრივ თეთრ პურსაც. ამიტომ შეგიძლიათ საუზმეზეც მიირთვათ, ჩაისთან ერთად. გაუზიარეთ გემრიელი რეცეპტი მეგობრებს, რადგან ეს ყველას მოეწონება!