მთავარი სილამაზე როგორ გამოვიყენოთ ფქვილი და შაქარი სილამაზისთვის

როგორ გამოვიყენოთ ფქვილი და შაქარი სილამაზისთვის

by Keti

კანს მუდმივი და ხარისხიანი მოვლა სჭირდება. საჭიროა, მისი რეგულარული დატენიანება, საკმარისი რაოდენობის ვიტამინები და რა თქმა უნდა, წმენდა. სალონში სიარული კი ყოველთვის არ გამოდის. შესაძლებელია სახლის პირობებში მომზადებული საშუალებაც არანაკლებ ეფექტური იყოს.

სახის საუკეთესო წმენდა

სხვადასხვა გარემო პირობების ზემოქმედებით (მზის სხივები, ქუჩის მტვერი…) კანის ფორები ეცობა და ვიღებთ კოსმეტოლოგიური პრობლემების მთელ ბუკეტს. ამიტომ წმენდა კანის მოვლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია.

თუ კანი ძალიან დაბინძურებულია და სჭირდება საფუძვლიანი წმენდა, სჯობს, პროფესიონალებს მივმართოთ.

გთავაზობთ სახლის საუკეთესო საშუალებას და გასწავლით, როგორ მიუსადაგოთ ის თქვენი კანის ტიპს.

ინგრედიენტები

  • 1 ს.კ. ფქვილი
  • 0,5 ჩ.კ. შაქარი
  • კეფირი

ჩაყარეთ მშრალ ჭურჭელში ფქვილი, შაქარი, დაამატეთ კეფირი (დაახლოებით 1 ს.კ.). აურიეთ და წაისვით სახეზე, დაიტოვეთ 25 წუთი, ჩამოიბანეთ თბილი წყლით და დამატენიანებელი კრემი წაისვით.

არ შეიძლება ნიღაბის შეზელვა, მხოლოდ მსუბუქად დაიმასაჟეთ. თუ მგრძნობიარე კანი გაქვთ, შაქრის რაოდენობა 2ჯერ შეამცირეთ და არ წაისვათ თვალების გარშემო.

ნიღაბი უხდება ყველა ტიპის კანს, ყველაზე მეტად ნორმალურს, ცხიმიანსა და კომბინირებულს. მშრალი კანი უფრო მგრძნობიარეა და სხვა მიდგომა სჭირდება. ამისთვის შაქრის რაოდენობა უნდა შეამციროთ ან საერთოთ ამოიღოთ. უკეთესი ეფექტისთვის შეგიძლიათ საყვარელი ეთერზეთის 2 წვეთი დაამატოთ.

ნიღბის ხშირად კეთება არ ღირს. მშრალი კანისთვის საკმარისია თვეში ერთხელ, ნორმალურისთვის – თვეში 2ჯერ. ცხიმიანი კანი ვისაც აქვთ, შეუძლიათ გამოიყენონ თვეში 3-4ჯერ. ენდეთ შეგრძნებებს და დააკვირდით კანის რეაგირებას.

ნიღაბი ღრმად წმენდს კანს, ასევე ატენიანებს, კვებავს, ათეთრებს. პროცედურის შემდეგ კანი გაჯანსაღდება და გახდება გლუვი. ის წმენდს ფორებს და ალაგებს შავ წერტილებს, აქვეითებს ანთებების ალბათობას.

გარდა ამისა, ამ საშუალებას აქვს გამათეთრებელი ფუნქციაც. პიგმენტები ღიავდება, კანის ტონი თანაბარია. გარდა ამისა, ნიღბის გამოყენების შემდეგ, ყველა კოსმეტიკური საშუალება რამდენჯერმე უფრო ეფექტური გახდება. მიზეზი ნიღბის წმენდისა და სასარგებლო ნივთიერებების უკეთ შეწოვაშია.

მოგეწონათ ნიღბის რეცეპტი? გაუზიარეთ ეს სასარგებლო სტატია მეგობრებს!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: