მთავარი კულინარია ჩვენ გაგიმხელთ აჯიკის საიდუმლოს, რომელიც შაქრისა და ძმრის გარეშე მზადდება

ჩვენ გაგიმხელთ აჯიკის საიდუმლოს, რომელიც შაქრისა და ძმრის გარეშე მზადდება

by Keti

გემრიელი ოჯახის აჯიკა უნდა იყოს ზომიერედ მწარე, სქელი, უნდა იგრძნობოდეს ბოსტნეულის ნაწილაკები.

რამდენი დიასახლისიც არის, იმდენი აჯიკის რეცეპტია. იდეალურთან მიახლოებულს შემოგთავაზებთ ჩვენ.

ამ რეცეპტის საიდუმლო მარტივია: არანაირი საკმაზი, არანაირი ძმარი. მხოლოდ ბოსტნეული, ნიორი, მწარე წიწაკა და მარილი.

ინგრედიენტები

  • 1 კგ პომიდორი
  • 1 კგ წითელი ბულგარული წიწაკა
  • 1 საშუალო ხახვი
  • 2 საშუალო სტაფილო
  • 1 ვაშლი
  • 1 თავი ნიორი
  • 3 მწარე წიწაკა
  • მარილი გემოვნებით

მომზადება

1. ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ პომიდორი, ბულგარული წიწაკა, ხახვი, ვაშლი. სტაფილო გახეხეთ სახეხზე, მწარე წიწაკა და ნიორი დაჭერით წვრილად.

2. გადაიტანეთ ყველაფერი (ნივრისა და მწარე წიწაკის გარდა) ქვაბში, დადგით ცეცხლზე, მიიყვანეთ ადუღებამდე. ამის შემდეგ დაუწიეთ ცეცხლს და ხარშეთ 30 წუთი.

3. დაამატეთ ნიორი და მწარე წიწაკა.

4. აურიეთ და ხარშეთ კვლავ 10- 15 წუთი. ზედმეტი სითხე ამოშრება და აჯიკა გახდება პასტისებური.

5. ჩაასხით მდუღარე აჯიკა გასტერილებულ ქილებში, მოხუფეთ და დადგით თავდაყირა. გაციების შემდეგ გაიტანეთ სათავსოში.

ასეთ აჯიკას ერთი მინუსი აქვს –  სწრაფად იჭმევა. ეს არც არის გასაკვირი, რადგან ის ყველა კერძს უხდება. პურზე წასმულიც კი შესანიშნავია.

გემრიელად მიირთვით და რეცეპტი გაუზიარეთ მეგობრებს!