მთავარი კულინარია კარასი ხმელ პურში

კარასი ხმელ პურში

by Keti

მდინარის თევზი ძალიან დაფასებულია პროფესიონალი კულინარების მიერ მისი გემოსა და არომატის წყალობით. , ამიტომაც ჩვეულებრივი კარასი სუფრის სასურველი სტუმარი იქნება. ბევრ დიასახლისს ფხების ეშინია, რადგან ისინი გემრიელ კერძებს აფუჭებს. ჩვენი რედაქცია მოგიყვებათ, როგორ გათავისუფლდეთ მათგან მოკლე დროში.

ანტონ პავლოვიჩ ჩეხოვი გიჟდებოდა ამ მარტივ, ხელმისაწვდომ და იაფ თევზზე. ის დიდხანს თუშავდა თევზს არაჟანში, თუმცა ჩვენ  შევწვარი კარასის  სწრაფ რეცეპტს შემოგთავაზებთ. ფხები კი აღარ შეგაწუხებთ.

ინგრედიენტები

  • 5 კარასი
  • 0,5 ლიმონი
  • 100 გ საფანელი
  • მარილი, შავი პილპილი, ზეთი

მომზადება

  1. გაასუფთავეთ თევზი და გარეცხეთ.
  2. გააკეთეთ ნაჭდევები თევზის მთლიან ფართობზე ორივე მხარეს, რომბისმაგვარი ან ურთიერთპარალელური, მაგრამ ღრმა, ხერხემლამდე. ეს წვრილ ფხებს გამოცხობისა და გადნობის საშუალებას აძლევს.
  3. ყოველი თევზი საფანელში ამოავლეთ და ჩაალაგეთ კარგად გახურებულ ზეთიან ტაფაში. შეწვით 5-7 წუთი თითოეულ მხარეს.
  4. მოასხით ლიმონის წვენი ორივე მხრიდან ან დაადეთ მისი ნაჭრები. მორთეთ მწვანილით.

როცა განაჭრებს გააკეთებთ, მსუბუქ ტკაცუნს გაიგებთ. გამოცხობის ან შეწვის შემდეგ კი შეგიძლიათ მხოლოდ ნეკნები გამოიღოთ. ახლა უკვე იცით სასარგებლო კულინარული ფანდი, გაგვიზიარეთ შთაბეჭდილებები კომენტარებში!