მთავარი კულინარია სალათები კვერცხისგან: 10 რეცეპტი

სალათები კვერცხისგან: 10 რეცეპტი

by Keti

ჩვენ მოვამზადეთ კვერცხის სალათების 10 რეცეპტი, რომლებიც ყველაზე ხელმისაწვდომი პროდუქტებისგან მზადდება.

კვერცხი უნივერსალური პროდუქრია, მისგან სალათებს, ცხელ კერძებს, დესერტებს ამზადებენ.

სალათა მწვანე ხახვით

ინგრედიენტები

  • 4 კვერცხი
  • 4 ს.კ. არაჟანი
  • 1 კონა მწვანე ხახვი
  • მარილი, პილპილი

მომზადება

  1. მოხარშეთ კვერცხი, გააციეთ, გაფცქვენით, დაჭერით. ხახვი წვრილად დაჭერით.
  2. ჩაყარეთ ყველაფერი სასალათეში, მოასხით არაჟანი, დაამატეთ მარილი, პილპილი. აურიეთ. მიირთვით ეგრევე!

სალათა სიმინდითა და კვერცხით

ინგრედიენტები

  • 4 კვერცხი
  • 200 გ სიმინდის კონსერვი
  • 150 გ ყველი
  • 4 ს.კ. მაიონეზი

მომზადება

  1. გახეხეთ ყველი მსხვილად, მოხარშეთ კვერცხი, გაფცქვენით, დაჭერით.
  2. ყველა პროდუქტი შეურიეთ ერთმანეთს, დაასხით მაიონეზი და აურიეთ. მზა კერძი მიიტანეთ სუფრასთან.

სალათა მდნარი ყველით

ინგრედიენტები

  • 4 კვერცხი
  • 2 მდნარი ყველი
  • 3 კბილი ნიორი
  • 4 ს.კ. მაიონეზი
  • მარილი, პილპილი

მომზადება

  1. მოხარშული კვერცხი და მდნარი ყველი წვრილად გახეხეთ.
  2. ინგრედიენტები ღრმა თასზე დაალაგეთ, მოაყარეთ მარილი, პილპილი, დააყარეთ მაიონეზი და დაჭყლეტილი ნიორი. კარგად აურიეთ. მზა კერძი მიიტანეთ ცალკე ან ტოსტებზე წასასმელად.

სალათა პომიდორით და კვერცხით

ინგრედიენტები

  • 3 კვერცხი
  • 3 პომიდორი
  • 1 ხახვი
  • 3 ს.კ. არაჟანი
  • 1 კონა კამა
  • 0,5 ჩ.კ. მშრალი ნიორი
  • მარილი, პილპილი

მომზადება

  1. პომიდორი და მოხარშული კვერცხი დიდ კუბებად დაჭერით, ხახვი და კამა კი – წვრილად.
  2. შეურიეთ ყველაფერი, დაამატეთ არაჟანი, პილპილი, მარილი დ ნიორი. აურიეთ. სუფრაზე მიტანამდე გახუხული პური დაამატეთ.

ამერიკული სალათა

ინგრედიენტები

  • 3 კვერცხი
  • 2 ღერო ნიახური
  • 2 კონა კამა
  • 1 კონა მწვანე ხახვი
  • 2 ს.კ. მაიონეზი
  • 1 ს.კ. დიჟინოს მდოგვი
  • 1 კიტრის მწნილი
  • 0,5 ჩ.კ. პაპრიკი
  • შავი პილპილი

მომზადება

  1. კიტრი, ნიახური, ხახვი, კამა წვრილად დაჭერით.
  2. მოხარშული კვერცხი დაჭერით კუბებად, შეურიეთ ბოსტნეულს.
  3. მოაყარეთ მარილი, პილპილი, მდოგვი, კარგად აურიეთ. სალათა სუფრასთან მიაქვთ სენდვიჩის პურებთან ან ჩიფსებთან ერთად.

სალათა კვერცხითა და ლორით

ინგრედიენტები

  • 5 კვერცხი
  • 500 გ ლორი
  • 1 ბულგარული წიწაკა
  • 1 კიტრი
  • 200 გ სიმინდის კონსერვი
  • 1 კონა კამა
  • 3 ს.კ. მაიონეზი
  • მარილი, პილპილი

მომზადება

  1. ბულგარული წიწაკა და კიტრი ზოლებად დაჭერით. წვრილად დაჭერით კამა.
  2. მოხარშული კვერცხი პატარა კუბებად დაჭერით, დაამატეთ სხვა ინგრედიენტებიც. მოაყარეთ მარილი, პილპილი, აურიეთ მაიონეზი.

სალათა ავოკადოთი და კვერცხით

ინგრედიენტები

  • 5 კვერცხი
  • 1 ავოკადო
  • 1 წითელი ხახვი
  • 2 ს.კ. იოგურტი
  • 1 ჩ.კ. ლიმონის წვენი
  • 1 ჩ.კ. დიჟონის მდოგვი

მომზადება

  1. კვერცხი მაგრად მოხარშეთ.
  2. შეურიეთ იოგურტი, მდოგვი, ლიმონის წვენი, მარილი.
  3. ხახვი წვრილად დაჭერით, გაფცქვნილი ავოკადო და კვერცხი საშუალო კუბებად დაჭერით. ყველაფერი შეურიეთ ერთმანეთს და დადგით სალათა ცოტა ხნით. მზა კერძი მიიტანეთ სალათის მწვანე ფოთლებითაც.

სალათა კრევეტებით

ინგრედიენტები

  • 3 კვერცხი
  • 500 გ კრევეტები
  • 1 კიტრი
  • 3 ს.კ. არაჟანი
  • 1 ჩ.კ. დიჟონის მდოგვი
  • 1 ჩ.კ. ლიმონის წვენი
  • 1 კონა კამა

მომზადება

  1. მოხარშეთ კვერცხი და კრევეტები, გაფცქვენით ორივე და გააციეთ.
  2. კიტრი ზოლებად დაჭერით, კვერცხი კუბებად, კამა, წვრილად.
  3. შეურიეთ ყველაფერი და დაამატეთ მარილი, პილპილი, არაჟანი, მდოგვი და ლიმონის წვენი. მზა სალათა კრეკერებთან ან ტარტალეტკის ფორმებზე მიიტანეთ.

სალათა ომლეტით და სტაფილოთი

ინგრედიენტები

  • 4 კვერცხი
  • 250 გ კორეული სტაფილო
  • 200 გ სიმინდის კონსერვი
  • 1 ს.კ. ფქვილი
  • 3 ს.კ. მაიონეზი
  • 50 მლ ზეთი

მომზადება

  1. ათქვიფეთ კვერცხი ღრმა ჯამში, მოაყარეთ მარილი, დაამატეთ ფქვილი და კვლავ ათქვიფეთ. გააკეთეთ მისგან თხელი ბლინები ტაფაზე.
  2. დიდ სასალათეში შეურიეთ სტაფილო, წვრილად დაჭრილი ბლინები, სიმინდი, მოასხით მაიონეზი. სალათისთვის  შეგიძლიათ ლორის ან ქათმის მკერდის დამატება.

სალათა ომლეტით და ქათმით

ინგრედიენტები

  • 5 კვერცხი
  • 300 გ ქათმის ფილე
  • 1 წითელი ხახვი
  • 200 გ ბარდას კონსერვი
  • 1 კბილი ნიორი
  • 3 ს.კ. მაიონეზი
  • 50 მლ ზეთი

მომზადება

  1. ფილე გარეცხეთ, დაასხით ცივი წყალი და მოხარშეთ.
  2. ცალკე ათქვიფეთ კვერცხი, მარილი და პილპილი. შეწვით თხელი ბლინები.
  3. ხორცი და ბლინები თხელ ზოლებად დაჭერით, ხახვი – ნახევარ რგოლებად.
  4. შეურიეთ ყველაფერი ღრმა ჯამში, დაამატეთ მაიონეზი, მარილი და პილპილი. მიიტანეთ სუფრასთან.

ამ სიიდან აუცილებლად სცადეთ თუნდაც 1-2 ვარიანტის მომზადება. დაგჭირდებათ მინიმალური დრო და ენერგია, თითოეულის გემო კი ძალიან მოგეწონებათ. ინგრედიენტებიც საკმაოდ ხელმისაწვდომია.

მოამზადეთ სალათები სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტები თქვენს მეგობრებს!