მთავარი ურთიერთობები კვლევა: სიყვარულით დაქორწინებული წყვილები მარტივად იმატებენ წონაში

კვლევა: სიყვარულით დაქორწინებული წყვილები მარტივად იმატებენ წონაში

by Keti

ადამიანები, რომლებიც ბედნიერები არიან საკუთარი ცხოვრებით, საყვარელ ადამიანთან ურთიერთობით – ხშირად ხდებიან ჭარბწონიანები. ამას ამტკიცებს რამდენიმე სამეცნიერო კვლევაც.

დაქორწინებული წყვილები წონაში ადვილად იმატებენ

კვლევაში მონაწილეობა 8 000 ადამიანმა მიიღო. როგორც აღმოჩნდა, გათხოვილი ქალები ქორწინების პირველი 5-6 წლის მანძილზე იმატებენ 10, 8 კგ-ს. შედარებისთვის, ქალები რომლებიც ცხოვრობენ მამაკაცებთან ქორწინების გარეშე, იმატებენ 9, 9კგ-ს. ასევე, ისინი ვინც არის ურთიერთობაში, მაგრამ არ ცხოვრობს მამაკაცთან იმატებენ 5, 8 კგ-ს.

მამაკაცებიც მიდრეკილნი არიან წონაში მატებისკენ, როცა ურთიერთობაში არიან…ისინი, რომელიც საყვარელ ქალთან ურთიერთობაში არიან ორ წელზე მეტი ხნით, იმატებენ 10 კგ-ით მეტს, ვიდრე ის მამაკაცები, რომლებიც მარტო ცხოვრობენ.

კვლევის შედეგად გამოიტანეს დასკვნა, რომ რომანტიულ ურთიერთობასა და ჭარბწონიანობას შორის ნამდვილად არსებობს კავშირი. ასევე გაირკვა ისიც, რომ ხანგრძლივ ურთიერთობაში მყოფი წყვილები ნაკლებს ეწევიან და მეტ ალკოჰოლს მოიხმარენ . ეს მიუთიტბს იმაზე, რომ ისინი უფრო ჯანმრთელი ცხოვრების წესს მისდევენ, ვიდრე მარტოხელები.

ახალდაქორწინებული წყვილი

აშშ-ს ნაციონალური ჯანმრთელობის ცენტრმა უფრო მეტი მტკიცებულება შეკრიბა . მათ სრდათ გაერკვიათ: არის თუ არა კავშირში ჭარბი წონა, ბედნიერების ხარისხზე. მკვლევარებმა გამოკითხეს წყვილები, რომლებიც ქორწინებაში იყვნენ 4 წელზე მეტი ხნით. შეადარეს მათი ემოციური მდგომარეობა და სტრესის დონე. აღმოჩნდა რომ ადამიანები, რომლებიც ბედნიერები არიან ქორწინებაში, უმეტესად არიან ჭარბწონიანები, ვიდრე ისინი ვინც არ არიან კმაყოფილნი საკუთარი ურთიერთობებით.

მკვლევარებმა დაასკვნეს, რომ ადამიანები, რომლებიც ურთიერთობაში ყოფნის დროს იმატებენ წონაში, ვერ ხედავენ საჭიროებას, რომ პარტნიორი მოხიბლონ. ისინი კმაყოფილნი არიან იმით, რაც აქვთ. ხოლო ისინი, ვინც უკმაყოფილოა ურთიერთობებით, არ იმატებენ წონაში რადგან განიცდიან სტრესს. ამიტომ, ადამიანებმა უნდა იზრუნონ საკუთარ გარეგნობაზე, რადგან შესაძლოა საბოლოოდ ურთიერთობაზე ამ ყველაფერმა მაინც იმოქმედოს.

წყვილები წონაში ერთდროულად იმატებენ

დადგინდა, რომ წონაში წყვილების ერთდროული მატების რისკი 37%-ია, თუ ერთი ადამიანი წყვილში იკვებება არასწორად, იწვევს პარტნიორის კვებითი ჩვევების შეცვლასაც.

წყვილები ერთმანეთზე ფსიქოლოგიურად მოქმედებენ, როცა ერთი ბევრს მიირთმევს, მეუღლეც განიცდის ამ ზემოქმედებას.

მსგავს სიტუაციაში რეკომენდებულია პარტნიორს კვების სწორი წესები აჩვენოთ, რათა თქვენი გავლენა იყოს დადებითი და ორივემ არ მოიმატოთ წონაში, რაც საკმაოდ არასასიამოვნო პროცესია.