მთავარი ტესტები რომელი სახე გაშინებს ყველაზე მეტად? შეარჩიე ფოტო და გაიგე, რას მალავს შენი ქვეცნობიერი

რომელი სახე გაშინებს ყველაზე მეტად? შეარჩიე ფოტო და გაიგე, რას მალავს შენი ქვეცნობიერი

by Keti

ტესტი ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე

აარჩიე, რომელი სახე არ მოგწონს ყველაზე მეტად და წაიკითხე შენი დახასიათება.

1. სადიზმი

”ამერიკელი ფსიქოპატი” პატრიკ ბეიტმენი წარმატებული ბიზნესმენია. ღამით ის დაუნდობელ მკვლელად იქცევა ხოლმე.

რას ნიშნავს შენი არჩევანი?

შენთან ურთიერთობა რთულია, ძალიან ჯიუტი ხარ და შენი სიტყვის გატანას ცდილობ სულ. გიყვარს ადამიანებზე დომინირება და  შენი ავტორიტეტის დემონსტრირება. თუ რამის გაკეთება არ გსურს, ათას მიზეზს მოიგონებ, რომ თავი დაგანებონ.

2. პარანოია

დევიდ ფინჩერის ფილმის ”თამაში”ს გმირი ორტონი წარმატებული ბიზნესმენია, რომელსაც თავის 48 წლის იუბილესთან დაკავშირებით სიკვდილის შიში ეწვევა. ფილმის ბოლოს ეს შიში პარანოიაში გადადის.

რას ნიშნავს შენი არჩევანი?

გიჭირს კონტაქტი გარშემომყოფებთან. მუდმივად მალავ წყენას და გაღიზიანებული ხარ ამის გამო, ზოგჯერ იფეთქებ კიდეც. შენი ქვეცნობიერი ცდილობს შეავიწროვოს შენი ხასიათის ნეგატიური მხარე.

3. კატატონია

ეს არის უცნაური დაავადება, რომლის დროსაც ადამიანი ვერც საუბრობს, ვერც ინძრევა. სწორედ ამ დაავადების მიზეზებში გარკვევას ცდილობს დრამის ”გამოღვიძება” მთავარი გმირი.

რას ნიშნავს შენი არჩევანი?

შენ ხარ მორცხვი და მშიშარა ადამიანი. ძნელად ეგუები ახალ გარემოებებს.შენი ყველაზე დიდი შიშია- კონტროლის დაკარგვა საკუთარ თავზე.

4. შიზოფრენია

ამ დაავადების დროს ადამიანი ადექვატურად ვერ რეაგირებს რეალობაზე. სწორედ ეს დაემართა ტრილერის ”დაწყევლილთა კუნძული” მთავარ გმირს.

რას ნიშნავს შენი არჩევანი?

ყველაფრისადმი გულგრილი ხართ. შეგიძლიათ ურთიერთობებში შესვლა საკუთარი სიმარტოვის დაფარვის მიზნით. სავსებით თვითკმარი ხართ და იზოლაცია არ გაშინებთ. სხვებთან ურთიერთობა კი ეს არის მცდელობა, გაექცეთ საკუთარ ”მეს”.

5. აგორაფობია

ფილმის ”ეპიდემია” მთავარი გმირი დაავადებულია აგორაფობიით – ღია სივრცის შიშით.

რას ნიშნავს შენი არჩევანი?

გარეგნულად თავშეკავებული ადამიანი ჩანხართ. გულის სიღრმეში კი დაუძლეველი სურვილი გაქვთ, ვინმეს თავი მოაწონოთ. ძალიან დამოკიდებული ხართ სხვების აზრზე თქვენ შესახებ. გულში მუდმივი შფოთვა და შიში გაქვთ.

6. ასპერგერის სინდრომი

მშიშარა, მაგრამ ძალიან კეთილ ბიჭს ფილმიდან ”ადამი” ასპერგერის სინდრომი სჭირს. აღნიშნული სინდრომის მქონე ადამიანებს ნორმალური ინტელექტისა და განვითარებული მეტყველების ფონზე ახასიათებთ სოციალური ურთიერთობების დეფიციტი,კომუნიკაციის სირთულე და უცნაური, ექსცენტრიული ქცევები.

რას ნიშნავს შენი არჩევანი?

ძალიან მრავალმხრივი ადამიანი ხართ. ურთიერთობებში გახსნილი ხართ, მაგრამ ხშირად გარბიხართ ადამიანებისგან. რეალობა მტრული გეჩვენებათ და გიჯობთ მისგან დამალვა. გარეგნული სიმკაცრის მიღმა დახვეწილი რომანტიკოსი იმალება.

7. დეპრესია

ფილმის ”ვერონიკამ სიკვდილი გადაწყვიტა” მთავარი გმირი გახანგრძლივებული და მძიმე დეპრესიით იტანჯება.

რას ნიშნავს შენი არჩევანი?

გარშემომყოფნი უზრუნველ ადამიანად გთვლიან, რადგან ოპტიმიზმს ასხივებ. მარტომყოფი კი მოწყენილობით იტანჯები. განიცდი გაურკვეველ ტკივილს, რომელსაც ვერავის უზიარებ. შესანიშნავი მოსაუბრე ხარ და კარგ რჩევებს აძლევ ადამიანებს. საკუთარ თავს კი ვერაფერს უხერხებ.

8. დისოციაციური დარღვევები

ფილმ ”სპლიტის” მთავარი გმირი იტანჯება ამ დაავადებით, რომლის დროსაც ადამიანის ცნობიერება ოკუპირებულია რამდენიმე სხვადასხვა პიროვნების მიერ.

რას ნიშნავს შენი არჩევანი?

ადრეული ბავშვობიდან ცდილობ იპოვო საკუთარი თავი და ადგილი ცხოვრებაში. იწყებ მრავალ საქმეს, მაგრამ შემდეგ ხვდები, რომ ეს ის არ არის, რაც გჭირდება. მთავარი პრობლემა, რომელიც შენმა ქვეცნობიერმა უნდა გადაწყვიტოს, არის პიროვნების იდენტიფიკაცია. შენი შინაგანი სამყარო, გამუდმებული, უწყვეტი ბრძოლის ველია.

9. ბიპოლარული აშლილობა

ფილმი ,,საათები” მოგვითხრობს ცნობილ მწერალ ვირჯინია ვულფზე, რომელიც ბიპოლარული აშლილობით იტანჯებოდა (ზოგიერთი მოსაზრებით).

რას ნიშნავს შენი არჩევანი?

შენ ქმნი ისეთი ადამიანის შთაბეჭდილებას, რომელიც ყველაფერს აკონტროლებს. შენს შიგნით არის რთულად მართვადი ემოციები, მათ გარეთ გამოსაღწევად კი, საჭიროა, პატარა ბიძგი. ამას მშვენივრად ხვდები, ამიტომ ცდილობ თავი აარიდო უკიდურესობებს, თავს ზედმეტის უფლებას არ აძლევ.

10. კოტარის სინდრომი 

მისტიკური თრილერის ,,ცხოვრება საზღვრებს იქით” გმირი ქალი შეპყრობილია იშვიათი დაავადებით, რომლის დროსაც ადამიანი დარწმუნებულია, რომ ის მკვდარია.

რას ნიშნავს შენი არჩევანი?

ამ სინდრომისას ადამიანი გრძნობს, რომ აღარ არსებობს, რომ სისხლი მის სისხლძარღვებში აღარ მიედინება და რომ ის ცოცხალი არ არის. ასევე შენ შეგიძლია სპეციალურად არ შეამჩნიო სხვადასხვა სასიხარულო და სასიამოვნო მომენტები ცხოვრებაში, რადგან მხოლოდ ცუდისკენ ხარ მიმართული.

შენი არჩევანი არ ნიშნავს, რომ იგივე ფსიქიკურ აშლილობას განიცდი, არ უნდა მიიღოთ ეს პირდაპირ. მაგრამ უნდა დაფიქრდეთ. ასევე გირჩევთ, ნახოთ ის ფილმები, რომლებიც ტესტში გამოვიყენეთ, მათ შორის ნამდვილი შედევრებიცაა.

თუ მოგეწონათ ჩვენი უჩვეულო სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ მეგობრებს!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: