მთავარი საკითხავი წიგნები, რომელთა წაკითხვის შემდეგ აუცილებლად შეიცვლებით

წიგნები, რომელთა წაკითხვის შემდეგ აუცილებლად შეიცვლებით

by guramus

შეუძლიათ წიგნებს ადამიანის გონების გადატრიალება და მისი შეცვლა? ამ კითხვაზე უდაოდ დადებითი პასუხი უნდა გავცეთ.

წიგნებს ეს შესაძლებლობა ნამდვილად აქვთ. გთავაზობთ რამდენიმე წიგნს, რომელთა წაკითხვა აუცილებლად შეგცვლით

“მარტოობის ასი წელი” – გაბრიელ გარსია მარკესი

წიგნში მოთხრობილია ერთ შორეულ მიყრუებულ სოფელში მცხოვრები ბუენდიების გვარის შესახებ, რომლებიც ძლიერი და ვნებიანი ადამიანები იყვნენ. ბუენდიების გვარს ერთ დღეს სტიქია დაატყდება და გვარის ყველა წევრს გაანადგურებს.

„კატის აკვანი“ –კურტ ვონეგუტი

წიგნი, რომელსაც ერთი წაკიტხვის ვერ წაიკიტხავ. აუცილებელია ყველა გვერდზე წაკითხულის სიღრმისეულად გაანალიზება. წიგნის წაკითვის შემდეგ კვლავ გექნებათ სურვილი ხელმეორედ გადაეშვათ ამ მორევში, ამჯერად კი სულ სხვა კუთხით დაინახავთ განვითარებულ მოვლენებს

„მშვიდობით იარაღო“  – ერნესტ ჰემინგუეი

ეს გახლავთ ავტორის ნახევრადბიოგრაფიული რომანი. წიგნი პირველ ომსა და სიყვარულს ეხება. 1929 წელს დაწერილ რომანში პირველ პირში გვესაუბრება წიგნის მთავარი გმირი – ლეიტენანტი ჰენრი.

“ბუზთა ბატონი” – უილიამ გოლდინგი

“ბუზთა ბატონი” ერთ-ერთ საუკეთესო ინგლისურენოვან წიგნად ითვლება. მოვლენები სკოლის მოსწავლეების ირგვლივ ვითარდება, რომლებიც ავიაკატასტროფის შედეგად უკაცრიელ კუნძუკზე ხვდებიან,

„მებრძოლთა კლუბი“ – ჩაკ პალანიკი

თუ ეძებთ წიგნს თავისუფლებასა და საკუთარი თავის შეცნობაზე, ეს საუკეთესო არჩევანი იქნება. წიგნში ადამიანის თვისებებსა და ხასიათებზეა საუბარი

„451 გრადუსი ფარენჰაითიტ“ – რეი დუგლას ბრედბერი

ითვლება, რომ ეს წიგნი ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს მაგიდაზე. რომანში განვითარებული მოვლენები ძალიან ახლოსაა დღევანდელ რეალობასთან. მასში წარმოჩენილია სასოწარკვეთილი ადამიანის უწყვეტი ძახილი, ზოგადი სიბრმავე და ყვირილი დასახმარებლად, როდესაც გმირმაც კი არ იცის თუ სად წავიდეს და რა გააკეთოს.

“ნუ მოკლავ ჯაფარას” – ჰარპერ ლი

წიგნში ისტორია ბავშვის თვალითაა დანახული. ეს არის ბრძოლა სამართლიანობასა და უსამართლობას შორის.

„მარტინ იდენი“ – ჯეკ ლონდონი

ამბავი ახალგაზრდა მუშინა, რომლის მიზანია გახდეს მწერალი.