მთავარი ტესტები აირჩიეთ ერთი ალქიმიური სიმბოლო და გაიგეთ რა სჭირდება თქვენს სულს!

აირჩიეთ ერთი ალქიმიური სიმბოლო და გაიგეთ რა სჭირდება თქვენს სულს!

by guramus

ალქიმია ძველი ხელოვნებაა, რომელშიც ბევრი საიდუმლო იმალება. ალქიმიური სიმბოლოები დიდ პოტენციალს მალავენ. თუ მათ სწორად გამოიყენებთ, პატარა სასწაულს შექმნით.

ხშირად ვირჩევთ რაიმე სიმბოლოს ფორმის აქსესუარებს ან ტატუებს. თურმე ეს ტყუილ-უბრალოდ არ ხდება. ყველა სიმბოლოს თავისი აზრი აქვს. წარმოგიდგენთ საინტერესო ფსიქოლოგიურ ტესტს, რომელიც გაგაგებინებთ, საით მიილტვის თქვენი სული

აირჩიეთ ფოტოდან რომელიმე სიმბოლო. არ გაანალიზოთ გადაწყვეტილება, უბრალოდ გულით აირჩიეთ. შეიძლება ითქვას, რომ სიმბოლო თავად აგირჩევთ, უბრალოდ იგრძენით ის.

დაფარული სურვილი

ლომი
ეს მზის სიმბოლოა, შინაგანი ძალის მთავარი წყარო. ამიტომაც, ის დომინირების და უპირატესობის სურვილს აჩვენებს. ხშირად ნიშნავს, რომ ბედის კონტროლი გსურთ. გახსოვდეთ, რომ ეს მას დიდად არ უყვარს. თუ ეს სიმბოლო ამჯობინეთ, იცოდეთ, რომ მოგიწევთ მიატოვოთ ის, რაზეც დიდხანს მუშაობდით. მასზე დიდი ენერგია და ძალა დახარჯეთ, ამიტომ ახლა თავს ხაფანგში გრძნობთ. სულის სიღრმეში გსურთ, რომ რაღაც შეცვალოთ და სხვა გზით წახვიდეთ.კარგად დაფიქრდით, რამდენად გინდათ მიმდინარე სიტუაციის შეცვლა. ამაში მანტრა და მედიტაციაც დაგეხმარებათ. არ ინერვიულოთ, წარმატებას მიაღწევთ და ბედთან მოლაპარაკებას შეძლებთ.

ქვიშის საათი

დროის გარდაუვალობის სიმბოლო. თუ ის აირჩიეთ, ესეიგი დროის ხაფანგში მოხვდით. წარსულში რარაც მტკივნეული მოვლენა მოხდა და დრო თქვენთვის გააჩერა. წარსულში ტივტივებთ. რჩევა ერთია: გაუშვით ის, წინააღმდეგ შემთხვევაში გზის გაგრძელებას ვერ შეძლებთ. მიიღეთ დროის სვლა და გარდაუვალობა. იმისთვის, რომ ყველაფერი თავიდან დაიწყოთ, კარმა გაისუფთავეთ. ეცადეთ დღევანდელი დღით იცხოვროთ, გჯეროდეთ საკუთარი თავის და იმის, რომ დრო თქვენი მეგობარი.ყველაფერი ჩაწყნარდება და ამას გადალახავთ.

მთვარე

ამ სიმბოლოში ემოციების და საიდუმლოებების ძალაა. თუ ის აირჩიეთ, თქვენს გულში ომია. რაღაც გაშფოთებთ და ნორმალურად ცხოვრების საშუალებას არ გაძლევთ. ამის გამო სიმშვიდე გაქვთ დაკარგული და არც ნორმალურად გძინავთ. რა არის ეს გრძნობა? უნდა ჩაიხშოთ ის. თქვენს სულს სიმშვიდე უნდა, რომელსაც მხოლოდ მაშინ მიაღწევთ, თუ ემოციებს გამოაძევებთ. მიიღეთ ისინი, გააზიარეთ და ეს დასაწყისი იქნება. ისწავლეთ ემოციების გამოხატვა და გული დამშვიდდება.

გასაღები

ეს სიმბოლო საკუთარ ცხოვრებაზე წარმოდგენას ავლენს. თქვენ სული კითხვებზე პასუხებს ეძებს. ადრეულ დოგმებს ეჭვის ქვეშ აყენებთ. სიმართლეს ეძებთ. ის ფაქტი, რომ გასაღები არჩიეთ, გამოხატავს თქვენს სურვილს გახსნათ ახალი ჰორიზონტები და გაიფართოვოთ საზღვრები. იმოქმედეთ! იპოვნეთ დრო მოგზაურობისთვუს, რაც თქვენს ცხოვრებას ახალი შთაბეჭდილებებით და ნაცნობობით აავსებს. იპოვნეთ ის პასუხები, რომლებიც გაღელვებთ.

ფატიმას ხელი

ეს სიმბოლო თქვენი გაუცნობიერებელი სურვილია ბოროტი ძალების გავლენისგან თავი დაიცვათ. შეიძლება ბოროტი თვალის გავლენის ქვეშ მოექეცით. ფატიმას ხელი ამბობს, რომ ნებისმიერ მახეს აქვს გასასვლელი და საკუთარი თავის შველა ჩვენ ხელშია. შეიძლება შინაგანი ხაფანგი გაქვთ დაგებული, რომლისგანაც უნდა გათავისუფლდეთ. აპატიეთ თავს სისუსტე და ყველაფერი დალაგდება. იპოვნეთ დრო საკუთარი თავისთვის. დასვენებისა და ენერგიის აღდგენისთვის.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: