მთავარი რჩევები ეს მარტივი ხრიკი თქვენს შვილებს გამრავლების ტაბულას ასწავლის. არდადეგები არ ჩაიშლება.

ეს მარტივი ხრიკი თქვენს შვილებს გამრავლების ტაბულას ასწავლის. არდადეგები არ ჩაიშლება.

წარმოგიდგენთ ხერხს, თუ როგორ ასწავლოთ ბავშვს მარტივად გამრავლების ტაბულა, ისე, რომ დიდი დრო არ დახარჯოთ. ბევრ რვეულზეა ცხრილი მოთავსებული, მაგრამ ისინი ზედმეტ ინფორმაციებს შეიცავენ, ჩვენი მეთოდი უფრო საინტერესო და ეფექტურია.

by guramus

უფრო და უფრო მეტი მშობელი დარდობს, რომ განათლების სისტემა უარესდება, მასწავლებლები ბავშვების ცოდნით არ ინტერესდებიან, მოსწავლეებს კი სწავლის სტიმული არ აქვთ. მაგრამ, პრობლემა იმაშია, რომ თანამედროვე სამყაროში ბავშვებმა ფიქრი დაივიწყეს. მათ იციან, რომ ყველაფრის პასუხს ინტერნეტში იპოვნიან. მათემატიკა ისეთი საგანია, რომელიც მათ ფიქრს ასწავლის.

წარმოგიდგენთ ხერხს, თუ როგორ ასწავლოთ ბავშვს მარტივად გამრავლების ტაბულა, ისე, რომ დიდი დრო არ დახარჯოთ. ბევრ რვეულზეა ცხრილი მოთავსებული, მაგრამ ისინი ზედმეტ ინფორმაციებს შეიცავენ, ჩვენი მეთოდი უფრო საინტერესო და ეფექტურია.

როგორ ვიწავლოთ სწრაფად გამრავლების ტაბულა

ამ ცხრილს პითაგორას ცხრილსაც უწოდებენ.

ის ძალიან სასარგებლოა, რადგანაც ზედმეტ ინფორმაციას არ შეიცავს. მხოლოდ ციფრებს. ესაა მისი მთავარი კოზირი.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ღირებულებაა, რომ ბავშვებს ლოგიკურად ფიქრს ასწავლის. როცა პატარა მას უყურებს, გაანალიზებას იწყებს. ცხრილს ირიბად და მაღლა ერთი და იგივე ციფრები აქვს. ამაშია ჩამალული გამრავლების მთავარი წესი: მამრავლების გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება.

ამაზე მისი დადებითი მხარეები არ მთავრდება. თუ ნებისმიერ ციფრს თითით შეეხებით და მისგან მარცხენა და მარჯვენა მხარეს მართკუთხედს შექმნით, ამ მართკუთხედში კვადრატების რაოდენობა ამ ციფრის ტოლი იქნება. ბავშვს ორი ბონუსი ეძლევა: ლოგიკური აზროვნების გაუმჯობესება და სახალისო თამაში.

უკანასკნელი აღმოჩენა არამხოლოდ დამთხვევაა. ამის მეშვეობით ძალიან მარტივად აუხსნით ბავშვს, რა არის მართკუთხედის ფართობი და როგორ გამოვთვალოთ. ამიტომაც, მოგვიანებით ის გეომეტრიას უფრო ადვილად გაიგებს.

პითაგორას ცხრილი სწავლასთან ერთად თამაშის საშუალებასაც იძლევა.

გამრავლებისთვის შეგიძლიათ სასწავლო ჯოხებიც გამოიყენოთ. მთავარი მიზანია, ბავშვმა თვითონ პრინციპი გაიგოს და შემდეგ გამრავლებასაც შეძლებს.

რა თქმა უნდა, ბავშვმა მთელი დრო სწავლაში არ უნდა დახარჯოს. ის მისით უნდა დაიტერესდეს. ეს მისი განვითარებისთვისაა მნიშვნელოვანი.