მთავარი რჩევები როგორ გავაფორმოთ აგარაკი?

როგორ გავაფორმოთ აგარაკი?

by guramus

აგარაკის გასაფორმებლად ერთ-ერთი ყველაზე იაფი გადაწყვეტილება ყვავილნარის და ქოთნების გამოყენებაა. ამ ლამაზი ელემენტების სწორი გამოყენება ბაღში სამოთხეს შეგიქმნით. ჩემმა მეზობელმა ეს ყველაფერი საკუთარი ხელებით გააკეთა.

ღობე ყვავილნარისთვის

ყვავილნარის გაშენებამდე აუცილებლად უნდა მოიფიქროთ რითი შემოსაზღვრავთ მას. ბაღებში და საზოგადოებრივ ადგილებში ყვავილები სწორედ ამიტომაც იპყრობენ ყურადღებას. წარმოგიდგენთ 25 მშვენიერ იდეას ამის განსახორციელებლად.

ეს ნახევარწრიული ფორმის საყვავილე ძველი აგურითაა შემოსაზღვრული. მარტივი და პრაქტიკული გადაწყვეტა!

წითელი აგური, რომელსაც გაზონზე მოაწყობთ და ზონას გამოყოფთ.

გამწვანება არამხოლოდ არქიტექტურულ-მხატვრულ იერს აძლევს ეზოს, არამედ მიკროკლიმატის შექმნასაც ხელს უწყობს.

მარტივი ხერხი შექმნათ განუმეორებელი მწვანე კომპოზიცია, ღობის პლასტიკისგან დამზადებაა. ის გრძელვადიანი, ქიმიურად სტაბილური და კოროზიისგან დაცულია. ერთადერთი ნაკლი ნაკლებად ხარისხიანი ნივთის განცდაა, რაც ფასიდან გამომდინარეობს, თუმცა თანამედროვე მწარმოებლები ცდილობენ გაექცნენ ამ პრობლემას და გვთავაზობენ ისეთ პლასტიკურ ღობეებს, რომლებსაც ქვისა და ხის ღობეებისგან ვერ გაარჩევთ.

ესეც ჩაშენებული ღობის ვარიანტი.

აი ნატურალური და ხელოვნური მასალების შეხამების მაგალითი.

საგულდაგულოდ მოფიქრებული და გემოვნებით მოწყობილი ღობე ქვისგან ნებისმიერ ყვავილების კომპოზიციას სინაზეს მიანიჭებს.

ძალიან მოდურად გამოიყურება ერთიანი ფერთა გამა გაფორმებაშიც და ბაღის ღობის შემთხვევაშიც.

კარგი აზრია გამოიყენოთ ტროტუარის ფილები ქოთნის შემოსაზღვრისთვის.

ხის მთავარი ღირსებაა ნატურალურობა და ბუნებასთან სიახლოვე. ხის დეკორატიული გაფორმება სხვადასხვა სტილის დეკორში გამოიყენება. ხეს უხამებენ ქვას, ქანდაკებებს, სკამებს და საქანელებს.

ბეტონის უნივერსალური ღობე ბაღის ნებისმიერ ნაწილში გამოგადგებათ.

შემოსაზღვრულის ნაწილი, რომლისთვისაც ქვებს იყენებენ, ძალიან საინტერესოდ გამოიყურება.

გარემოს ზონებად დაყოფა იდეალური ლადშაფტური დიზაინის ერთ-ერთი მთავარი ეტაპია. ფილებით გაკეთებული გზები მშვენიერი გადაწყვეტაა არამხოლოდ აგარაკებისთვის, არამედ სავაჭრო სახლებისა და ოფისების გარშემო სივრცის გასაფორმებლად.

ღობე ერთი ან რამდენიმე ყვავილნარისთვის შეიძლება მასიური ხის დაფებითაც შექმნათ.

იმისთვის, რომ კონკრეტულ ადგილს მოცულობა მისცეთ, აგურის ჩარჩოები გამოიყენეთ.

დეკორატიული ფილე და აგურის ღობე – ამ იდეას პარკებშიც ხშირად მიმართავენ.

დეკორატიული ღობის სიმაღლეს ყვავილების სიმაღლის მიხედვით არჩევენ. დაბლებისთვის გრძელი ფილებიც გამოდგება.

ნათელი ფერის ღობეებს საკუთარი ხელითაც შექმნით. მაგალითად ამ ვარიანტში ბოულინგის ფერადი ბურთებია გამოყენებული.

შეგიძლიათ გამოიყენოთ მეტალის დეკორატიული ღობეები.

ღობეების გასაკეთებლად სწორპირიანი მასალით თანაბრად მონიშნეთ მიწაში ადგილი.

ხის ღობეები სხვადასხვანაირი შეიძლება იყოს. მაგალითად მრგვლად ჩამოჭრილი ნაწილებით აწყობილი.

მსგავსი ღობის შექმნისას დაგეგმვა მანამდე მოგიწევთ. რა თქმა უნდა რთულია, მაგრამ შედეგი ამად ღირს.

ესეც მშვენიერი იდეა!

ყვავილების გაზონი ორიგინალურად შეგიძლიათ სკამზეც ჩააშენოთ.

ასეთი გაფორმება კი ძალიან კომფორტული და ლამაზია.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: