მთავარი რჩევები საყოფაცხოვრებო ნივთების წმენდა სოდით

საყოფაცხოვრებო ნივთების წმენდა სოდით

by Keti

სოდა კარგი გამაფხვიერებელია და მას ფართოდ გამოიყენებენ  კულინარიაში. გარდა ამისა, ის საუკეთესო საწმენდი საშუალებაცაა.

სოდა არ არის მავნე ჯანმრთელობისთვის, არ არის ალერგიული, ასც მძაფრი სუნის მქონე, ამავდროულად, იაფია.

წმენდა სოდით

ძველი ავეჯის გადასაკრავები

გახსენით სოდა თბილ წყალში და დაამუშავეთ ავეჯი. 15 წუთის შემდეგ მოატერეთ მტვერსასრუტი და დატკბით სისუფთავით.

ჩაიდანი

წყლის ნადუღი ელექება ჩაიდანს და ამიტომ ის ხშირ წმენდას საჭიროებს. გაავსეთ ჩაიდანი წყლით და ჩაყარეთ მასში 1 სუფრის კოვზი სოდა. მიიყვანეთ ადუღებამდე და დატოვეთ დაბალ ცეცხლზე 30 წუთი. შემდეგ გადაღვარეთ, აავსეთ კვლავ წყლით და ისევ წამოადუღეთ.

ცხიმიანი ტაფა

ჭურჭლის სარეცხ საშუალებას შეურიეთ სოდა და ამ პასტით გაწმინდეთ ტაფა. ცხიმი იოლად მოშორდება.

ვერცხლის სამკაულები და დანა-ჩანგალი

ქვაბის ძირში ჩააფინეთ ფოლგის ფურცელი, ჩაყარეთ მასში 60 გრამი სოდა, ჩაასხით 1 ლიტრი ცხელი წყალი და მოათავსეთ ვერვხლის ნივთები. დადგით ცეცხლზე.ადუღეთ ძალიან დაბალ ცეცხლზე 15 წუთი. ნივთები ძველ ბრწყინვალებას დაიბრუნებს.

ფეხსაცმელი

ფეხსაცმლიდან უსიამოვნო სუნის მოსაშორებლად ჩაყარეთ მასში ცოტა სოდა და დატოვეთ ასე 1 საათით. შემდეგ სოდა უბრალოდ გადმოყარეთ. სუნი გაქრება.

საკვების კონტეინერები

გაწმინდეთ ეს ჭურჭელი მხოლოდ სოდით ან შეურიეთ ჭურჭლის სარეცხ საშუალებას ცოტა სოდა.

ბინძური მაცივარი

უსიამოვნო სუნის მოსაშორებლად გაწმინდეთ მაცივრის შიდა ნაწილი სოდით, შემდეგ თაროზე დატოვეთ  დაყრილი სოდა რაღაც დროით.

ხილი და ბოსტნეული

შეძენილი პროდუქტებიდან ნადების მოსაშორებლად ისინი გარეცხეთ სოდიანი წყლით.

სამზარეულოს ყველა ზედაპირი

პრაქტიკულად ყველაფრის გაწმენდა შეიძლება სამზარეულოში სოდის საშუალებით: კარადის ზედაპირის, ნიჟარის, გაზქურის, მიკროტალღური ღუმელის…

სამზარეულოს ღრუბელი

რამდენიმედღიანი მოხმარების შემდეგ ღრუბელი ბინძურდება. მისი გასუფთავება შეიძლება სოდიან წყალში ჩალბობით. თუმცა ღრუბელი 2-3 კვირაში ერთხელ მაინც უნდა გამოცვალოთ.

შინაური ცხოველების ნაწოლები

მისი გასუფთავება იოლია დააყარეთ სოდა ამ დგილს და დატოვეთ 15 წუთი, შემდეგ გაწმინდეთ მტვერსასრუტით.

სუნი ნაგვის ვედროდან

ჩაყარეთ 1 კოვზი სოდა ნაგვის ვედროს ფსკერზე ან პაკეტის ძირში, ის შეიწოვს უსიამოვნო სუნს.

ნიჟარის გასასვლელი

ჩაყარეთ მასში ნახევარი ჭიქა სოდა და მიაყოლეთ ასევე ნახევარი ჭიქა ძმარი, რეაქციის დამთავრების შემდეგ ნიჟარა ჩარეცხეთ ცხელი წყლით.

ძველი სათამაშოები

გაწმინდეთ ისინი თბილ წყალში გახსნილ სოდაში ჩასველებული ღრუბლით.

მოხატული კედლები

თუ ბავშვებმა მოხატეს შეღებილი კედელი, გაწმინდეთ ის სველი ღრუბლითა და სოდით.

ობის ნადები აბაზანაში

მის მოსაშორებლად დაგჭირდებათ ცხელი წყალი, სოდა და სარეცხი ფხვნილი. 2 სუფრის კოვზ სოდას შეურიეთ 1 კოვზი ფხვნილი და დაასხით 1 ჭიქა ცხელი წყალი, კარგად აურიეთ და ჯაგრისით გახეხეთ.

სარეცხი

ჩაამატეთ ცოტა სოდა სარეცხის ყველა პარტიას და თეთრეული იდეალური იქნება. ამასთან სოდა არბილებს წყალს და იცავს სარეცხის მანქანას ხისტი წყლისგან.

ხალიჩები

მოაყარეთ სოდა ხალიჩებს და შემდეგ გაწმინდეთ მტვერსასრუტით.წმენდასთან ერთად უსიამოვნო სუნიც მოშორდება.

გრილის ჩარჩოები

დააყარეთ სოდა და შემდეგ გახეხეთ სახეხით ან ფოლგის ბურთულით

ცხოველის ფიტული

მოათავსეთ ფიტული შესაბამის პლასტიკურ ტომარაში, ჩაყარეთ მასში 1 ჭიქა სოდა, მოუკარით პირი, გადით გარეთ და ანჯღრიეთ ყველაფერი ერთად. შემდეგ ფიტული ფრთხილად გაწმინდეთ მტვერსასრუტით.

თეთრეული

სოდის გახსნილი პაკეტი დადეთ თეთრეულთან და პირსახოცებთან ერთად. ის შთანთქავს უსიამოვნო სუნს.

გაუზიარეთ სასარგებლო სტატია მეგობრებს!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: