მთავარი კულინარია ყაბაყი არაჟნით

ყაბაყი არაჟნით

by Keti

ყაბაყი სერბულად – ეს არის საყვარელი პროდუქტის იოლად მომზადების გზა. სულ 30 წუთი სჭირდება და შედეგი შესანიშნავია- არაჟანში მოთუშული ყაბაყი  ნაზი და წვნიანი კერძია.

თუ ყაბაყი ახალგაზრდაა, გაფცქვნა და თესლის ამოღება არ სჭირდება. გადამწიფებულისთვის კი ორივე პროცედურაა საჭირო. გირჩევთ, წინასწარი გამოცხობის მაგიერ, ყაბაყი ტაფაზე არ შეწვათ. არაჟნის ნაცვლად შეგიძლიათ სქელი, არატკბილი იოგურტის გამოყენებაც.

ინგრედიენტები

  • 800 გ ყაბაყი
  • 1 კვერცხი
  • 3 ს.კ. ზეთი
  • 0,5 კონა კამა
  • 2 კბილი ნიორი
  • 0,5 ჩ.კ. მშრალი ბაზილიკი
  • 200 გ არაჟანი
  • 1 ს.კ. ფქვილი
  • 0,5 ჩ.კ. ორეგანო
  • 100 მლ წყალი
  • მარილი, პილპილი, პაპრიკა გემოვნებით

მომზადება

1. შეურიეთ ზეთი, მწვანილები, პაპრიკა, მარილი, პილპილი ერთმანეთს.

2. ყაბაყი დაჭერით მსხვილ ნახევარრგოლებად, ჩაყარეთ პაკეტში, იქვე ჩაასხით ზეთიანი მასა, შეანჯღრიეთ. დაალაგეთ ყაბაყი საცხობზე, გამოაცხეთ 200 გრადუსზე 15 წუთის განმავლობაში.

3. არაჟანში შეურიეთ წვრილად დაჭრილი კამა, დაჭყლეტილი ნიორი. დაამატეთ კვერცხი, ფქვილი, ჩაასხით წყალი. ათქვიფეთ.

4. გამომცხვარი ყაბაყი ჩაალაგეთ ღრმა ტაფაში, აქვე ჩაასხით არაჟნის სოუსი, დაამატეთ მარილი. მიიყვანეთ ადუღებამდე, პერიოდულად ურიეთ. ჩააქრეთ და მიიტანეთ სუფრაზე.

ეს სწორედ ის შემთხვევაა, როცა ტემპერატურა კერძის გემოზე არ მოქმედებს. შეგიძლიათ მიირთვათ როგორც ცალკე, ასევე ქათამთან ან კოტლეტთან ერთად.

გაუზიარეთ ახალი რეცეპტი მეგობრებს. ისინი მადლიერები დაგრჩებიან.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: