მთავარი ჯანმრთელობა ვარჯიშები კარგი თვითშეგრძნებისთვის

ვარჯიშები კარგი თვითშეგრძნებისთვის

by Keti

უკვე ათასეული წლებია, ტრადიციული ჩინური მედიცინა ხსნის ტკივილებს და ათავისუფლებს სტრესისგან ორგანიზმის ბიოლოგიურად აქტიურ წერტილებზე ზემოქმედები გზით.

კინეზიოლოგიური ვარჯიშების კომპლექსი ”სამი დარტყმა” მოიცავს ოსტეოპათიის, მანუალური თერაპიის, აკუპუნქტურის, ჰემოპათიის, ტრადიციული და არატრადიციული მედიცინის ელემენტებს.

კინეზიოლოგიის სპეციალისტმა უნდა დააბალანსოს პაციენტის ჯანმრთელობის 3 შემადგენელი:

  1. სტრუქტურული – ხერხემალი, შინაგანი ორგანოები, სახსრები, კუნთები.
  2. ქიმიური – ნივთიერებათა ცვლა, ტოქსინების გამოყოფა, მიკროელემენტების ბალანსი.
  3. მენტალური – ენერგია, ემოციები.

ვარჯიშების კომპლექსი ”სამი დარტყმა”

ბიოაქტიური წერტილების სტიმულირებით თქვენ სამმაგ დარტყმას ახორციელებთ: დაავადებებზე, დაპრესიაზე და ცუდ ხასიათზე.

წერტილი К-27 – ეს 27ე წერტილის წყვილია თირკმლების მერიდიანზე.

  1. როგორ ვიპოვოთ წერტილები? ერთი ხელის თითები (დიდი და საჩვენებელი შუასთან ერთად) დაიდეთ ლავიწზე, გადააადგილეთ ცენტრისკენ, სანამ არ შეიგრძნობთ ბორცვს, ჩადით 2,5 სმ-თი დაბლა და ცოტა გვერდზე ორივე მხრიდან. ადამიანთა უმრავლესობას იქ ჩაღრმავება აქვს.
  2. დადეთ ერთი ხელი ჭიპზე, თითები შეაერთეთ, ეს ხელი უძრავად იქნება.
  3. ცხვირით შეისუნთქეთ, პირიდან ამოისუნთქეთ. დაიმასაჟეთ თითებით К-27 წერტილები.
  4. შეცვალეთ ხელები.
  5. შეასრულეთ 30 წამით.

მეტყველების ცენტრი – ცენტრალური და წამმართველი მერიდიანების საწყისი და ბოლო.

  1. როგორ ვიპოვოთ წერტილები? ერთი ხელის თითები (დიდი და საჩვენებელი შუასთან ერთად) დაიდეთ ცხვირის ქვეშ ღრმულში და ქვედა ტუჩის ქვემოთ (ნიკაპზე).
  2. მეორე ხელის თითები რჩება ჭიპზე უმოძრაოდ.
  3. ცხვირით შეისუნთქეთ, პირიდან ამოისუნთქეთ. დაიმასაჟეთ თითებით მეტყველების წერტილები.
  4. შეცვალეთ ხელები.
  5. შეასრულეთ 30 წამით.

,,დედამიწის წერტილის” წელის ნაწილი – აქ ხერხემლის გასწვრივ ბევრი წერტილია, ამიტომ ვარჯიში მთლიანი ხელისგულით სრულდება.

  1. როგორ ვიპოვოთ წერტილები? ერთი ხელის გული (ყველა თითი ერთად) მოათავსეთ წელის განყოფილებაზე. (ხელის გული მოათავსეთ წელის ბუნებრივი ღრუების ზემოთ). ინტენსიურად და ფრთხილად დაიზილეთ უბანი სითმოს შეგრძნებამდე.
  2. მეორე ხელის თითები რჩება ჭიპზე უმოძრაოდ.
  3. ცხვირით შეისუნთქეთ, პირიდან ამოისუნთქეთ. დაიმასაჟეთ ხელის გულით კუდუსუნი.
  4. შეცვალეთ ხელები.
  5. შეასრულეთ 30 წამით.

წერტილები ასტიმულირეთ, როცა ცუდად იქნებით და ნახავთ როგორ შეიცვლება თქვენი მდგომარეობა სტრესის მიმართ. თუ ზრუნავთ ჯანმრთელობაზე და გსურთ დღეგრძელობა, მიაქციეთ ყურადღება ბიოლოგიურად აქტიურ წერტილებს: საჭმლის მონელების განმკარგველია – ჩინგიზ ხანის წერტილი; დროის მბრძანებელია – ცზუ-სან-ლი. გონების მმრათველი კი – კონფუცის წერტილია!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: