მთავარი ჯანმრთელობა როგორ მოვიხმაროთ ‘გლიცინი’ სწორად?

როგორ მოვიხმაროთ ‘გლიცინი’ სწორად?

by Keti

გლიცინი არის ამონიმჟავა, რომელიც ბევრ ბიო-ქიმიურ პროცესში აქტიურად მონაწილეობს. მთავარი ფუნქცია ნერვული იმპულსების რეგულირებაა და შედეგად ადამიანის ფსიქოლოგიური მდგომარეობის მოწესრიგება. გლიცინის მოქმედება 20 წუთის შემდეგ იწყება.

გლიცინი გვათავისუფლებს სტრესის, გაღიზიანების, მიგრენისგან. მას ძირითადად იყენებენ სედატიური ფუნქციისთვის. გარდა ამისა აუმჯობესებს ტვინის მუშაობას და პოპულარულია ხანდაზმულებში. სტუდენტებიც აქტიურად იყენებენ მას.

ჩამონათვალი, რისთვისაც გლიცინი გამოიყენება:

  1. აუმჯობესებს გუნებ-განწყობას.
  2. ამაღლებს ფიზიკურ და გონებრივ შრომისუნარიანობას.
  3. აუმჯობესებს სტრესების დროს ფსიქოემოციურ მდგომარეობას.
  4. აწესრიგებს ძილს.
  5. ხელს უწყობს სოციალური ადაპტაციის ამაღლებას.
  6. ამცირებს ვეგეტო-სისხლძარღვოვანი დარღვევების გამოვლინებას.
  7. აქვეითებს ალკოჰოლის მოქმედებას და თრგუნავს ბაუსოს სინდრომს.

გლიცინის გამოყენება

მიუხედავად იმისა, რომ პრეპარატმა უსაფრთხოება დაამტკიცა და ის ურეცეპტოდ გაიცემა, მაინც გირჩევთ ექიმთან კონსულტაციას, თუნდაც დოზირების განსაზღვრისთვის.

დოზირება დიაგნოზსა და დაავადების ფორმაზეა დამოკიდებული.

  1. ნერვული სისტემის დაავადებებისას (უძილობა, აგრესია) – 1 ტაბლეტი დღეში 2-3ჯერ, 2-4 კვირით.
  2. უძილობისთვის – 1-2 ტაბლეტი ძილის წინ.
  3. ხშირი სტრესული სიტუაციების დროს თითო ტაბლეტი დღეში 2-3ჯერ.
  4. ალკოჰოლური დამოკიდებულების მკურნალობისას – თითო ტაბლეტი დღეში 2-3ჯერ, 4 კვირით.

ბევრს აინტერესებს, შეიძლება თუ არა გლიცინის მიღება ორსულობისას. შეიძლება, თუმცა ექიმთან კონსულტაცია საჭიროა.

გლიცინი ბავშვებსაც ეხმარება სტრესთან გამკლავებაში. მათ თითო ტაბლეტს უნიშნავენ დღეში 2ჯერ, არაუმეტეს 4 კვირისა.

პრეპარატის კიდევ ერთი პლუსი არის ის, რომ ცოტა უკუჩვენება აქვს. არ შეიძლება დაბალი წნევისა და ალერგიის დროს.

როგორც ხედავთ, პრეპარატის სარგებლიანობა ძალიან დიდია. ის გვეხმარება ეფექტურად ვებრძოლოთ დაძაბული ცხოვრების შედეგებს. თუმცა არ დაივიწყოთ, რომ სხვა საშუალებებიც არსებობს სტრესთან საბრძოლველად.

როგორ ებრძვით თქვენ სტრესს? გაგვიზიარეთ კომენტარებში!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: