მთავარი სილამაზე მუმიო საკვირველმოქმედი თვისებებით გამოირჩევა. აი რას კურნავს და როგორ გავარჩიოთ ყალბი ნამდვილისგან.

მუმიო საკვირველმოქმედი თვისებებით გამოირჩევა. აი რას კურნავს და როგორ გავარჩიოთ ყალბი ნამდვილისგან.

by Keti

მუმიე უძველესი საშუალებაა, რომელიც 3000 წელზე დიდი ხანია ცნობილია. მას აქვს ანტიბაქტერიული, ანტიანთებითი და სხვა სასარგებლო თვისებები. დღეს გთავაზობთ რეცეპტს, როგორ გამოვიყენოთ ეს საშუალება კოსმეტიკური მიზნებით, კანისა და თმისთვის.

მუმიე ფლობს მარეგენერინებელ თვისებებს, კანს უბრუნებს ელასტიურობას. უსაფრთხოა ორსულობისა და ლაქტაციის დროს.

როგორ გავარჩიოთ ყალბი ნამდვილისგან?

  1. ნამდვილი მუმიო არ იხსნება ზეთში მაგრამ იხსნება წყალში.
  2. ნამდვილი მუმიო არის ძალიან მწარე.
  3. მის გასადნობად ადამიანის სხეულის ტემპერატურაც საკმარისია.
  4. მუმიოს არ აქვს გამაღიზიანებელი სუნი.

მუმიე კანისთვის

აიღეთ ნებისმიერი ბავშვის მალამო, 4 გ მუმიე გახსენით 1 ს.კ. წყალში. შეურიეთ მალამო მუმიეს და ეს ნარევი მოათავსეთ ჰერმეტულ ქილაში, შედგით მაცივარში. შედეგისთვის მალამო გამოიყენეთ 4 თვე. წაისვით ის პრობლემურ ადგილებზეც და ჩვეულებრივზეც – ყველა მიდამოში. 1 თვის შემდეგ ეფექტს დაინახავთ.

მუმიე თმისთვის

თუ თმა გცვივათ, მუმიე გადაწყვეტს ამ პრობლემას. ის თმის ფერის გაჯერებასაც უწყობს ხელს.

  1. აიღეთ მუმიეს 10%იანი ხსნარი, პულევიზატორით დაიტანეთ თავის კანზე. დაიტოვეთ 1 სთ, შემდეგ ჩამოიბანეთ. კურსი 4 კვირიანია.
  2. აიღეთ შამპუნი, 1 კოვზი თაფლი და 2 გ მუმიე. აურიეთ, წაისვით თავის კანზე. დაიტოვეთ 30 წუთი. შამპუნით დაიბანეთ.

მუმიე სახისთვის

მუმიეში შედის ნაოჭების პრევენციის უზრუნველსაყოფი ნივთიერებები, მისით კანი ახალგაზრდავდება.

  1. აიღეთ 1 ს.კ. სახის კრემი და 14 გ მუმიე. აურიეთ. წაისვით ძილის წინ 15 წუთით. ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
  2. მუმიესგან გააკეთეთ დამაწყნარებელი ნიღაბიც. აიღეთ 1 ჩ.კ. მუმიე, 2 ს.კ. მინდვრის გვირილა და 100 მლ წყალი. გვირილას მდუღარე დაასხით, ხარშეთ დაბალ ცეცხლზე 3 წუთი. ნახარში გადაწურეთ, შეურიეთ მუმიეს. წაისვით ნებისმიერ დროს, 15-20 წუთი. მოგიხსნით დაღლილობას, ანთებას.

თავად დარწმუნდით მუმიეს საკვირველ თვისებებში და მოუყევით რჩევის ამ სამეულზე მეგობრებს!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: