მთავარი რჩევები სამზარეულოს რომელი ხრიკები მუშაობს რეალურად

სამზარეულოს რომელი ხრიკები მუშაობს რეალურად

by Keti

კულინარიის საიდუმლოება მარტივია, მაგრამ კარგად მუშაობს. დღეს გთავაზობთ სანდო სიას, რომელსაც უნდა დაუჯეროთ.

დედისა თუ ბებიის რჩევებს უნდა ვემადლიერებოდეთ, მაგრამ, სჯობს, მათი საქმეში შემოწმება. ჩვენ დავამსხვრევთ ზოგ მითს კულინარიული ფანდების შესახებ 3 სტატიაში.

1. სოდა მაცივარში უსიამოვნო სუნს შთანთქავს

კარგი მარკეტინგული სვლაა, მაგრამ სოდა ამ მისიას ვერ უმკლავდება. სჯობს, აქტივირებული ნახშირი გამოიყენოთ. უსიამოვნო სუნის მოსაშორებლად მაცივარი სარეცხის საშუალებით უნდა გავრეცხოთ და საკვები ჰერმეტულ ჭურჭელში შევინახოთ.

2. ხორცის შეწვა საკუთარ წვენში

თვლიან, რომ ხორცი ასე უფრო გემრიელი გამოდის და ნაკლებ წონას კარგავს. თუმცა თუ 2 ერთნაირ ნაჭერს შევწვავთ მის წვენში და წვენის გარეშე, ვნახავთ, რომ ხორცი ერთ მოცულობას კარგავს.

3. ომლეტი რძის ნაცვლად წყლითაც მზადდება

წყლიანი ომლეტი არ ფუვდება და აქვს მოსაწყენი გემო. რძეზე მომზადებული კი – ორჯერ უფრო ფუმფულა და რბილია.

4. ცომის უკეთ ამოსასვლელად სოდას ძმარი დაასხით

ცომის სიფუმფულისთვის შეურიეთ მშრალი ინგრედიენტები და დაამატეთ თხევადი. ძმრის ნაცვლად კი, სჯობს, კეფირი ან ლიმონის წვენი გამოიყენოთ.

5. მარილხსნარი წმენდს მიმწვარ ქვაბს

სჯობს, წყალი ლიმონმჟავასთან ან სოდასთან ერთად აადუღოთ მიმწვარ ქვაბში და დატოვოთ 20 წუთი. შემდეგ გარეცხეთ. ემალის ქვაბი კი უბრალოდ ჩაალბეთ.

6. თუ მოხარშვის შემდეგ კვერცხს ცივ წყალში გადავიტანთ, ის იოლად გაიფცქვნება

თუ თავიდან ავადუღებთ წყალს და შემდეგ მასში კვერცხს ჩავდებთ, გაცილებით იოლად გაიფცქვნება, ვიდრე ცივ წყალში გადატანით. ასევე რაც უფრო რთულად იფცქვნება კვერცხი, ესე იგი, უფრო ახალია. კვერცხის ადვილად გასაფცქვნელად, ჩადეთ ისინი არა ცივში, არამედ ყინულიან წყალში 15 წუთით.

7. დაობებული პროდუქტები უნდა გადავყაროთ

მართალია, თუმცა ზოგი პროდუქტის გამოყენება ობის მოცილების შემდეგაც შეიძლება: მაგალითად, მაგარი ყველი, ტკბილი წიწაკა, სტაფილო.

8. ლიმონი და ძმარი აქრობს უმი თევზის სუნს

სუნი კარგად გამოაქვს ძმრისა და ლიმონის სუსტ ხსნარს. დაიბანეთ ხელები და გაიწმინდეთ ერთ-ერთი მათგანით. ორივე პროდუქტი კარგად მუშაობს.

9. მაკარონი მოხარშვის შემდეგ წყლით გაავლეთ

ეს არასწორია, რადგან სახამებელი და ნახარში წყალიც საჭიროა, რათა მაკარონს სოუსი შევურიოთ.

10. სუფრაზე მიტანამდე სტეიკი დატოვეთ ტაფაზე

კუნთოვანი ბოჭკოები და წვენი ამ გზით თანაბრად ნაწილდება ხორცის მთლიან ნაწილზე.

11. ხის დაფები პლასტიკურზე უარესია

რეალურად მერქნის ზედა შრეს ანტისეპტიკური თვისებები აქვს, ხე ბაქტერიებისთვის არასასურველი გარემოა, ეს მეცნიერულადაა დადასტურებული.

12. ყველი სჯობს ქაღალდის სახვევში შეინახოთ, ვიდრე ცელოფანში

პოლიეთილენში შენახული პროდუქტები სწრაფად ფუჭდება, მაგრამ ქაღალდი ყველს ვერ იცავს გამოშრობისგან. სჯობს, იყიდოთ, ასე რომ, იყიდეთ ყველის პატარა ნაჭრები. დაობებული კი გადააგდეთ.

გაუზიარეთ ეს კულინარიული ფანდები თქვენს მეგობრებს!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: