მთავარი ფილმები 9 უსიამოვნო მომენტი, რისი გამოვლაც მოუწიათ ,,სამეფო კარის თამაშების” მსახიობებს

9 უსიამოვნო მომენტი, რისი გამოვლაც მოუწიათ ,,სამეფო კარის თამაშების” მსახიობებს

by Keti

,,სამეფო კარის თამაშები” HBO ტელევიზიის ყველაზე წარმატებული პროექტია – ყოველ ეპიზოდს 20 მილიონზე მეტი ნახვა აქვს. მსახიობები თავდაუზოგავად მუშაობდნენ სასურველი შედეგის მისაღწევად, ზოგჯერ კი მეტად უსიამოვნო რაღაცების კეთება უწევდათ.

გთავაზოთ მსახიობთა მსხვერპლის ჩამონათვალს, რომელიც მათ სერიალისთვის გაიღეს.

კიტ ჰარინგტონმა ჯარიმის თავიდან ასაცილებლად პოლიციელი დაასპოილერა

მე7 სეზონის გამოსვლამდე სიჩქარის გადაჭარბების გამო გაჩერებულ მსახიობს პოლიციელმა უთხრა: ,,ან პოლიციის განყოფილებაში გამომყვები და დაგაჯარიმებ, ამ მეტყვი ცოცხლდები თუ არა მომდევნო სეზონში.” კიტმა უპასუხა: ..დიახ, ვცოცხლდები”. შემდეგ კი პოლიციელმა ,,ლორდს” გზა დაუთმო.

სოფი ტერნერს 2 წელი თმა არ დაუბანია

სანსა სტარკის როლის შემსრულებელმა საკუთარი ჰიგიენა შესწირა მსხვერპლად. მეფის მიწიდან გაქცევის შემდეგ მისი თმა ბუნებრივად ჭუჭყიანი უნდა ყოფილიყო. ახლა მას თან პარიკი დააქვს, რათა თმის დაბანა ნებისმიერ დროს შეძლოს. თუმცა 2 წელი ჭუჭყიანი თმით უწევდა ცხოვრება.

მეისი უილიამსი ცხენიდან ჩამოვარდა

არია სტარკის როლის შემსრულებელი იხსენებს ცხენზე ჯდომის პირველ ეპიზოდებს. ის ისლანდიურ ცხენზე ვარჯიშობდა, რომელიც პონის ზომის იყო. თუმცა იქიდან მაინც ჩამოვარდა.

ამ ამბავს მსახიობი სასაცილოდ იხსენებს და ამბობს, რომ ძალიან უცნაურად წაიქცა: მისი ფეხები ყურებთან იყო მოქცეული.

ჯერონ ფლაინი კინაღამ მოიწამლა დიზელის ზეთის ორთქლით

ბრონის როლის შემსრულებელი დრაკონებთან ბრძოლის დროს დაშავდა. რეჟისორები ცეცლის კვამლის ეფექტისთვის დიზელის ზეთს იყენებდნენ, ჯერომს კი დიდხანს მოუწია ცეცხლთან გაჩერება დამცავი ნიღბის გარეშე. ის ამბობს, რომ კვამლმა კინაღამ მოწამლა.

მსახიონი აღიარებს, რომ მის ფოსტალიონს ის ეზიზღება მას შემდეგ რაც დეინერისის დრაკონს ესროლა.

გვენდოლინ კრისტი ნამდვილ დათვთან გადაიღეს

ბრიენთან მებრძოლი დათვი კომპიუტერული გრაფიკის ნამუშევარი არ ყოფილა. დათვს ბარტ უმცროსი ჰქვია და უკვე გამოცდილი მსახიობია. სცენის გადაღებამდე დათვი კარგად იყო დანაყრებული, თუმცა მსახიობს მაინც ძალიან ეშინოდა.

ლენა ჰედი საზოგადოების სიძულვილისგან იტანჯებოდა

სერსეის როლის შემსრულებელის თქმით, ხალხს იმდენად შესძულდა მისი პერსონაჟი, რომ მასზეც გამოხატავდნენ აგრესიას. მაგალითად, ექთანმა, რომელიც ლენას მეორე შვილის კვებაში ეხმარებოდა ცნობილი ეპიზოდის ფრაზა უთხრა: ,,სირცხვილი შენ.” თუმცა ლენა ჰედი კმაყოფილია თავისი სამსახიობო უნარებით.

ივან რეონს რამდენჯერმე სახეში დაარტყეს

რემზი სნოუს (შემდეგში ბოლტონს) მოუწია კიტ ჰარინგტონისგან სახეში რამდენიმე დარტყმა მიეღო, რათა სახე ბუნებრივად დასახიჩრებული ჰქონოდა. რეონმა ეს პროფესიონალურად მიიღო, თუმცა გვეეჭვება ბედნიერი ყოფილიყო.

ემილია კლარკს ცხენის გულის ჭამის სცენაში გული ერეოდა

დეინერის ტარგარიენის როლის შემსრულებელი აღიარებს, რომ ეს სცენა მისთვის საშინელება იყო. ცხენის გული ფილმში კენკრის ნაყოფმა შეცვალა, თუმცა მსახიობის თქმით, მას სზიზღარი გემო ჰქონდა, ამიტომ გვერდით სათლი ედო, რათა საჭიროებისამებრ გამოეყენებინა.

შონ ბინმა საკუთარი თავით ფეხბურთი ითამაშა

ნედ სტარკის როლის შემსრულებელი სიკვდილის სცენებს მიჩვეულია, ის თითოეულ ეპიზოდს იუმორით უყურებს. ამჯერადაც, გადაღებებზე მან ნედ სტარკის ხელოვნური თავით ფეხბურთის თამაში დაიწყო.

ბონუსი: სოფი თერნერმა ძაღლი იშვილა, რომელიც ლედის როლს ასრულებდა

ეს სასიამოვნო ბონუსში შედის. ძაღლი, სახელად, ზუნი, სერიალში ლეიდის როლს ასრულებდა. ის ლანისტერების ბრძანებით მოკლეს. სოფი ტერნერმა კი ძაღლი რეალურ ცხოვრებაში იშვილა.

რომელმა ფაქტმა მოგხიბლათ განსაკუთრებით? გაგვიზიარეთ შეხედულებები კომენტარებში!